აფრიკული “ბოკო ჰარამი” სულ უფრო დაუნდობელი ხდება

10917568_397956387031221_520954160_nთალიბანის აფრიკული ფრთა “ბოკო ჰარამი” სულ უფრო და უფრო დაუნდობელი ხდება. ამ დღეებში ამ ორგანიზაციის მიერ ნიგერიულ დაბა ბაგაში საჯარისო ბაზაზე თავდასხმისა და ამ ბაზის დაუფლების შემდეგ, დაბის მოსახლეობას გაუხსნა ცეცხლი და ასობით სახლი გადაწვა.  დაბის ქუჩები დახოცილი მოსახლეობით არის სავსე და მათი რაოდენობა სხვადასხვა სააგენტოს მონაცემებით 100 დან 2000 კაცამდე მერყეობს.

“ბოკო ჰარამი”  აფრიკული ფუნდამეტალისტური ისლამური ორგანიზაციაა, რომელიც თალიბანის წევრია და რომლის მიზანიც დასავლური სწავლებიდან დაწყებული ყველა დასავლური ღირებულებების განადგურება და აფრიკის ქვეყნებში ისლამურ შარიათზე დაფუძნებული სახელმწიფოების წარმოქმნაა. ეს ორგანიზაცია დაარსდა 2002 წელს თალიბანის ერთ-ერთი ლიდერის მუჰამედ იუსუფის მიერ ნიგერიაში და ის დღემდე აფრიკულ ნიგერიაში, ნიგერში, კამერუნსა და ჩადში ფლობს თავის მომხრეთა ძლიერ დაჯგუფებებს.

ეს ორგანიზაცია, აგრეთვე აკონტროლებს რამდენიმე ქალაქს ამ რეგიონში, სადაც მოსახლეობას შარიათის კანონებით უწევს ცხოვრება. “ბოკო ჰარამის” მებრძოლები გამოირჩევიან განსაკუთრებული სისასტიკით მოწინააღმდეგებისა და სხვა რელიგიის წარმომადგენელთა მიმართ, რის გამოც 2013 წლიდან აშშ-მ, ხოლო 2014 წლის მაისიდან გაეროს უშიშროების საბჭომ ეს ორგანიზაცია, ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა!

banner
წინა სტატიაშიიაროში რადაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროპამ გადადგას კონკრეტული ნაბიჯი