“აფეთქება ადგილობრივ ორგანიზაციებში არის დღეების ამბავი”–ელისო კილაძე

https://youtu.be/EYLfxiWNMJs

8garibakalazeრეალურად ხდება ხავარდოვანი რევოლუცია ადგილებზე, რაც აუცილებლად დამთავრდება გარდაუვალი კონფლიქტით-ეს განცხადება “პირველ რადიოსთან” საუბრისას , გაზეთ “ქრონიკა+”-ის მთავარმა რედაქტორმა ელისო კილაძემ გააკეთა. მისი თქმით, “ქართულ ოცნებაში” პრემეირ-მინისტრსა და ვიცე-პრემიერ კახი კალაძეს შორის გავლენის სფეროებთან დაკავშირებით დაპირისპირება მიმდინარეობს. ჟურნალისტი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც პარტიის აღმასრულებელ მდივნად კახი კალაძის რეკომენდაციით დაინიშნა ირაკლი კობახიძიე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ირაკლი ღარიბაშილის მიერ რეგიონული და რაიონული ხელმძღვანელების შესაძლო ცვლილებებთან დაკავშირებით. ჟურნალისტის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ ეს ცვლილებები განხორციელდება სერიოზული დაპირისპირება პარტიაში გარდაუვალია.

“ქართულ ოცნებაში” სიტუაცია გახლავთ ძალიან მძიმე. მიუხედავად იმისა,. რომ ქალბატონმა ბესელიამ გააკეთა განცხადება, რომ ისინი ევროპული ტიპის პარტიას აშენებენ, ჩვენ ვნახეთ ერთხელ ბესელიას აშენებული პარტია-ირაკლი ოქრუაშვილის პარტიას ვგულისხმობ. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას” -პარტიაში არის შექმნილი საკმაოდ ოდიოზური სიტუაცია შექმნილი. პარტიის თავმჯდომარე გახლავთ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშილი და ჯანყარაშვილის აღმასრულებელი მდივნობის პერიოდში დაინიშნნენ რეგიონული და რაიონული პარტიული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ანუ ყველა მათგანი გახლავთ ირაკლი ღარიბაშილის გავლენის ქვეშ. ანუ მას შემდეგ რაც ქართულ ონცებაში დაწინაურდა კახი კალაძე და მიიყვანა მან ირაკლი კობახიძე , დიდი ხანია მიდის მსჯელობა იმაზე , როგორ უნდა ჩანაცვლდნენ რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები. ორი დღის უკან გამართულ თათბირზე მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამ პიროვნებების ჩანაცვლება გამოიწვევს პარტიის ნგრევას , ამიტომ ყველა პარტიულ ორგანიზაციაში შემოღებული იქნება აღმასრულებელი მდივნის პოსტი, ანუ ადგილზე ყველგან დაინიშნება ირაკლი კობახიძე ორი.

ასევე ითათბირეს მათ უფლებებზე და “ქართული ოცნების” რეგიონული ორგანიზაციებში აღმასრულებელ მდივანს ექნება შემდეგი სახის ფუნქციები: კარდაკარის პროგრამის ხელმძღვანელების შერჩევა , საარჩევნო კომისიებთან ურთიერთობის ფუნქცია, საარჩევნო შტაბის ფორმირება და ა.შ. რეალურად ხდება ხავარდოვანი რევოლუცია ადგილებზე, რაც აუცილებლად დამთავრდება გარდაუვალი კონფლიქტით. რეგიონული და რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელები არ შეეგუებიან , რომ მოადგილეები იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები პირები და ისინი იყვნენ მახათის გაყრის რეჟიმში. გამომდინარე აქედან პარტია არა თუ დალაგდა , არამედ დადგა აპოკალიფსის წინაშე და რეალურად სიტუაცია აფეთქებად საშიშია, ეს პროცესები და აფეთქება ადგილობრივ ორგანიზაციებში არის დღეების ამბავი. საბოლოო ჯამში გამოდის , რომ პარტია ეწირება ირაკლი ღარიბაშილის და კახი კალაძის გავლენის სფეროების განაწილების პროცესს პარტიის შიგნით,”- განაცხადა ელისო კილაძემ.

წყარო: “პირველი რადიო”

banner
წინა სტატიაშიФСБ-მ ოკუპირებულ აფხაზეთში წვრთნები ჩაატარა (VIDEO)
შემდეგი სტატიადავით სერგეენკოს დღეს პარლამენტში ელოდებიან