„აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა“ – ზურაბ ადეიშვილი

adeishvili„აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში, როგორც კი ამის საშუალება მომეცემა,“ – ამ განცხადებას იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი, არჩევანთან საუბრისას აკეთებს.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მას ვერ წარმოუდგენია საქართველოს გარეშე ცხოვრება.

„მე ვერ წარმომიდგენია, რომ საქართველოში ვერ დავბრუნდები. აუცილებლად დავბრუნდები და ველოდები იმ დროს, როცა ჩემს ქვეყანაში დაბრუნების საშუალება მომეცემა,“ – აცხადებს ადეიშვილი.

იუსტიციის ყოფილი მინისტრი რუსთავი2-თან საუბრის დროს აცხადებს, რომ მას არაერთხელ ჰქონდა გადაწყვეტილი, წასულიყო პოლიტიკიდან. თუმცა, მან ეს ვერ მოახერხა.

ადეიშვილი ამის მიზეზად ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს ასახელებს და ამბობს, რომ ის თუ წავიდოდა, მაშინ გამოვიდოდა ისე, რომ ის მიატოვებდა გუნდს და თავს აარიდებდა ქვეყანაში არსებულ პრობლემებს.

„არცერთი დღე არ მიფიქრია იმაზე, რომ დიდი ხანი ვიქნებოდი პოლიტიკაში. ბევრჯერ მქონდა გადაწყვეტილი, რომ წავსულიყავი პოლიტიკიდან.

“არ შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში, განსაკუთრებით ის ადამიანი, რომელსაც მაღალი მენეჯმენტური თანამდებობა აქვს, იყოს ამ თანამდებობაზე. მე ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია და საქმიანობის გაგრძელებას ჩემი პროფესიის შესაბამისად ვაპირებდი საქართველოშიც და საზღვარგარეთაც.

“სამწუხაროდ, ამ დროის განმავლობაში არ აღმოჩნდა ფანჯარა, რომელიც კომფორტული იქნებოდა ჩემთვისაც და ჩემი მეგობრებისთვისაც. არ მინდოდა, ეს გამოსულიყო ისე, რომ მე გუნდი მივატოვე და მძიმე პრობლემებს თავი ავარიდე. აქედან გამომდინარე ვერ მოხერხდა ამ გადაწყვეტილების მიღება.

“მე ძლიან მადლობელი ვარ ჩემი ხალხის, იმ პოლიტიკური გუნდის, რომელმაც მე საშუალება მომცა, მიმეღო მონაწილეობა ქვეყნის ტრანსფორმაციაში. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი შეცდომები გვქონდა. მაგრამ გვქონდა ძალიან ბევრი სწორი გადაწყვეტილებებიც და წარმატებებიც.

“არის ხალხი, რომელიც მუდმივად უნდა იყოს პოლიტიკაში და არის ხალხი, მათ შორის მეც, რომლებიც შეიცვლებიან. ბუნებრივია, მომავალში ცვლილებები უნდა განხორციელდეს ახალი პოლიტიკური გუნდით,“ – აცხადებს ზურაბ ადეიშვილი.

banner
წინა სტატიაში„ჩვენი მიზანია, გავუზიაროთ უკრაინას საქართველოს გამოცდილება“
შემდეგი სტატია,,საქართველო უპირველეს ყოვლისა,, – ირინა სარიშვილი