აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
სებ-ის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 25 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.450 პროცენტით, მაქსიმალური 12.500 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი-10.746 პროცენტით განისაზღვრა.
კუპონურმა განაკვეთმა 10.750 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.

banner
წინა სტატიაში“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საგანგებო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაზურაბ მელიქიშვილი – ქართული ეკონომიკა დღეში 7 მილიონის შესაძლებლობას კარგავს