აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც

ეროვნულმა ბანკმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
სებ-ის ცნობით, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
“აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 53 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.750 პროცენტით, მაქსიმალური 10.250 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 9.975 პროცენტით განისაზღვრა”, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიეროვნული კინოცენტრი “ამერიკის კინოაკადემიისთვის” კანდიდატი ფილმის შერჩევასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს
შემდეგი სტატიაპოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, ირაკლი ქადაგიძის მიმართ შესაძლოა, გამოძიება დაიწყოს