აუდიტორული კომპანია “კონსალტინგ ჯორჯიას” დირექტორი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე შპს “აუდიტორული კომპანია კონსალტინგ ჯორჯიას” დირექტორი სიმონ ჭელიძე და მოქალაქე რობიზონ ონიანი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა ერთ-ერთი მეწარმე სუბიექტი მოტყუებით დაარწმუნეს, რომ პირადი კავშირების გამოყენების გზით, თითქოსდა ახლო მეგობრების მეშვეობით, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროში იკავებდნენ სხვადასხვა წამყვან თანამდებობებს, დაეხმარებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანების – 2 435 159 ლარის საგადასახადო შეთანხმების გაფორმების გზით, 200 000 ლარამდე შემცირებაში, რის სანაცვლოდაც მოტყუებით, თაღლითურად გამოართვეს 100 000 ლარი.
აღნიშნულ ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვიდან ცხრა წლამდე.

banner
წინა სტატიაშიხობში პრემიერ-მინისტრს მოსახლეობა, პროტესტის ნიშნად, წითელ ბარათებს დაახვედრებს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაზე მუშაობა დასრულდა