“ატყდა ამბავი რ2-ს მანქანები დაუყადაღესო…ამ დროს ჩვენი კუთვნილი წილები კვლავ დაყადაღებულია”

ტელეკომპანია „მაესტროს” ყოფილი მფლობელი მამუკა ღლონტი „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ემხაურება:

“კი არ ვწუწუნებ, მაგრამ რაც “მაესტროს” მესაკუთრეებმა გადავიტანეთ მტერს არ ვუსურვებ. ხოდა ატყდა ამბავი რ2 ს მანქანები დაუყადაღესო… ამ დროს ჩვენი კუთვნილი წილები კვლავ დაყადაღებულია და არ გვაქვს უფლება გავკარგოთ ჩვენი საკუთრება. აგი მივიღეთ საჩუქრად ჯერ მიშასგან და შემდეგ “ოცნებისგან”. P.s. არასდროს მქონია ილუზია რომ მიშას შემდეგ “მაესტრო” უკეთ იქნებოდა”, –წერს მამუკა ღლონტი.

შეგახსენებთ, რუსთავი 2 ის ქონების ნაწილი დაყადაღებულია. კომპანიის კუთვნილ ავტომობილებს ქიბარ ხალვაშის სარჩელის საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ ყადაღა დაადო. ორშაბათს ცნობილი გახდება სასამართლოს გადაწყვეტილება – დაიწყება თუ არა სამაუწყებლო კომპანიასთან სამართლებრივი დავა.

banner
წინა სტატიაში2030 წლისთვის დედამიწაზე ტემპერატურის კლება დაფიქსირდება – ქართველი მეცნიერები
შემდეგი სტატია“ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია საპროტესტო აქციას მართავს