ასობით მიგრანტი სიკვდილს გადაურჩა

ლიბიასა და იტალიას შორის მოხდარი კატასტროფის შედეგად შესაძლებელი იყო 400-ზე მეტი მიგრანტი დაღუპულიყო. თუმცა ყველას გადარჩენა მაინც ვერ მოხერხდა.
გუშინ იტალიის სანაპირო დაცვამ 144 ადამიანი გადაარჩინა სიკვდილს. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყვნენ საჰაერო ძალებიც.
ევროკავშირი აცხადებს, რომ პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით 7 ათასზე მეტი მიგრანტს უშველეს.
გადარჩენილები ამბობენ, რომ ტრაგედია ლიბიიდან გამოსვლის მეორე დღეს მოხდა.
9 გვამი უკვე ნაპოვნია.
ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტო ფრონტექსი აცხადებს, რომ ორშაბათს სამაშველო ძალებს მუშაობაში ხელი შეუშალეს ჰაერში სროლებმა, რომელსაც სავარაუდოდ, ის ადამიანები ანხორციელებდნენ, რომლებიც მიგრანტების უკანონო გადაყვანით არიან დაკავებულები.
ინციდენტი ლიბიიდან 60 საზღვაო მილში მოხდა. მას შემდეგ რაც კატასტროფის ადგილზე მოვიდნენ იტალიური და ესპანური სასაზღვრო გემები, მათ კატერებზე 150-მდე ადამიანი გადაიყვანეს.
მას შემდეგ, რაც მიგრანტების უმეტესობა გადარჩენილ იქნა, არალეგალი გადამყვანები მივიდნენ მაშველებთან და ჰაერში დაიწყეს სროლა, რომ დაცარიელებული ნავი ისევ უკან დაებრუნებინათ.
ფრონტექსი ამბობს, რომ სავარაუდოდ, უკანონო გადამყვანები ნავების დეფიციტს განიცდიან.
გასულ წელს აღნიშნული გზით დაახლოებით 280 ათასი მიგრანტი მოხვდა ევროპაში, მათ შორის იყვნენ სირიიდან, ერიტრიასა და სომალიდან.
2014 წელს დაახლოებით 3400 მიგრანტი დაიღუპა ზღვაზე.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთში რუსული „ღამის მგლების“ მოტოგარბენს აპროტესტებენ
შემდეგი სტატიაჩეჩნეთის ეკონომიკური გეგმები აფხაზეთში