ასადი: სირიის არმიას არ შეუძლია საკუთარი ქვეყანა დაიცვას

ასადი: სირიის არმიას არ შეუძლია საკუთარი ქვეყანა დაიცვას

asaსირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა აღიარა, რომ ქვეყნის არმიას არასაკმარისი რესურსები აქვს იმისთვის, რომ ამბოხებულებისგან დაიცვას თავი, ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ქვეყანამ ტერიტორიები დათმო.

ასადის სიტყვებით, არმიას საკმარისი ბაზა არ გაანია. არმიამ, რომელიც ოდესღაც 300 ათას ჯარისკაცს ითვლიდა, ბევრი ჯარისკაცი დაკარგა პირადი შემადგენლობიდან სიკვდილიანობის დიდი მაჩვენებლის გამო.

ერთი დღით ადრე ასადმა დეზერტირებისთვის და მოქალაქეებისთვის ამნისტია გამოსცა. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი არია უფრო მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაცვაზეა ორიენტირებული.
სირიის კონფლიქტი 2011 წელს დაიწყო და დაახლოებით 230 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მილიონი ადამიანი იძულებული გახდა საკუთარი სახლები დაეტოვებინა.
ქვეყნის ტერიტორიების დიდი ნაწილი უკვე არ იმყოფება მთავრობის კონტროლს ქვეშ

banner
წინა სტატიაშიმაიკლ ჯექსონის მამა ბრაზილიაში საავადმყოფოში დააწვინეს
შემდეგი სტატიარუსმა ბანკირმა ნემცოვის საქმეზე ჩვენების მიცემაზე თანხმობა განაცხადა