ასადის რეჟიმი მშვიდობიან მოსახლეობას ,,ორამგი აფეთქებით,, ბომბავს… (VIDEO)

სირიის ოპოზიციური  ,,თავისუფალი სირიის რადიოს,, ინფორმაციით, რუსების მიერ მხარდაჭერილი ბასარ ალ-ასადის რეჟიმი მშვიდობიან მოსახლეობას მაშინაც ბომბავს, როცა ახალდაბომბილ რაიონებს მედიკოსების და მაშველების დახმარება სჭირდება…

გავრცელებული ინფორმაციით, 21 ოქტომბერს, სირიის პროვინცია იდლიბის სერმინის რაიონს, რუსული ავიაციით დაბომბვის შემდეგ, მშვიდობიან კვარტალში სამოქალაქო თავდაცვის მაშველებისა და მედიკოსების (ე.წ. ,,თეთრ ჩაფხუტების,,) მისვლის შემდეგ  (რომელთაც გადარჩენილებისა და დაჭრილებისათვის უნდა მიეხედათ), ასადის რეჟიმის ერთგულმა სამხედროებმა კვლავ ჭურვები დააყარეს…  როგორც ,,თავისუფალი სირიის რადიო,, აღნიშნავს, ეს ასადის მომხრე მეომართა საყვარელი და ხშირად გამოყენებადი ტაქტიკაა სახელად ,,ორმაგი აფეთქება,, რა დროსაც განსაკუთრებით მშვიდობიანი მოსახლეობა ნადგურდება.

www.timer.ge

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაში,,კრასნოგორსკელი მსროლელის,, მძღოლი შოთა ელიზბარაშვილი სამართალდამცავებს ჩაბარდა….
შემდეგი სტატია„ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ოფისი წუხელ დაარბიეს