არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე

არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზეარ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო- ს სამიტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რითაც უპასუხა შეკითხვას, მიიღებს თუ არა საქართველო მომავალ სამიტზე MAP-ს.
სტოლტენბერგის თქმით, საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რომ წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს.
“მე ნამდვილად არ შემიძლია წინასწარ ხაზი გავუსვა, თუ რა გადაწყვეყილებები იქნება მიღებული ვარშავაში ნატო-ს სამიტზე, მაგრამ რაც შემიძლია მოგახსენოთ არის ის, რომ საქართველომ უკვე მოიპოვა საჭირო ინსტრუმენტები, რათა წინ იაროს და წევრობის გზაზე პროგრესი ჰქონდეს. პროგრესი აშკარაა, რადგან რეფორმების გზაზე – როგორც პოლიტიკური სისტემის, ისე სასამართლო სისტემის რეფორმირების თვალსაზრისით, არის მიღწევები. ამას მივესალმებით და ნამდვილად ენთუზიაზმით გვავსებს, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა ერთგულია რეფორმების გზით მოძრაობის.
ჩვენ ვხედავთ პროგრესს და ერთად ვზრდით ნატო-ს საქართველოში: გაგვაჩნია ყოველწლიური სამოქმედო გეგმა, ასევე ნატო-საქართველოს კომისია, არსებითი პაკეტი და დღეს უკვე გეგმაში გვაქვს გავხსნათ წვრთნისა და შეფასების გაერთიანებული ცენტრი, რომელიც გახლავთ უმნიშვნელოვანესი მოვლენა. ის გავლენას იქონიებს მთელ ქვეყანაზე და წვლილს შეიტანს რეალური პროგრესის მიღწევაში, რომლისკენაც ერთად მივიწევთ. დღეს უფრო მეტად არის საქართველო ნატოში და ნატო საქართველოში. ეს რეალური პროგრესია და ძალზეც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის. ეს გახლავთ გზა წევრობისკენ”, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშიექსპერტები სრულყოფილად ვერ ახერხებენ მუშაობას, რადგან გარკვეული სამუშაოები ჯერ კიდევ ხანძრის ტერიტორიაზე ჩასატარებელია
შემდეგი სტატიაჩვენ მოწოდებული ვართ შევინარჩუნოთ რუსეთთან პრაგმატული და კონსტრუქციული მიდგომა