„არ მესმის როგორ იღებს კვიტაშვილი ასე მშვიდად ფულს და თან თავს გვაჩვენებს თითქოს მინისტრია“

„არ მესმის როგორ იღებს კვირაშვილი ასე მშვიდად ფულს და თან თავს გვაჩვენებს თითქოს მინისტრია“

ინტერვიუ ყოფილ უფლებადამცველთან და დისიდენტთან, ფსიქიატრთან, უკრაინის ფსიქიატრების ასოციაციის პრეზიდენტ სემიონ გლუზმანთან გუშინ გამოქვეყნდა უკრაინულ „აბაზრევატელში“. ის უკრაინის ჯანდაცვის სისტემაზე საუბრობს და აკრიტიკებს უკრაინის ჯანდაცვის მინისტრს.

„არ მესმის როგორ იღებს კვირაშვილი ასე მშვიდად ფულს და თან თავს გვაჩვენებს თითქოს მინისტრია“

„არ მესმის როგორ იღებს კვირაშვილი ასე მშვიდად ფულს და თან თავს გვაჩვენებს თითქოს მინისტრია“

 

 

 

 

 

– რა მდგომარეობაა ახლა ჯანდაცვაში?
– დრო მიდის. ახალი მინისტრ კვიტაშვილს ჯერაც არ განუსაზღვრავს მოვალეობები საკუთარ მოადგილეებში. თუკი ის დიპლომიანი მენეჯერია, მან თავი უნდა ჩამოიხრჩოს. როგორ იმუშაოს ხალხთან? თან იქ ქალბატონები არიან, რომელთა უმრავლესობას მარტივი ხასიათი არა აქვს. როცა ვკითხულობ, ადამიანები უბრალოდ ხელებს თავზე იკიდებენ და თავს აქნევენ. ანუ, ახლა იქ ხდება ის, რაც არასდროს ხდებოდა. ადრე ფორმალური დამორჩილება მაინც იყო. ის, რაც მან შემიოგვთავაზა იუნისეფის შესყიდვებთან დაკავშირებით ეს ბოდვაა? არა, ცხადია, მაგრამ ამის გასაკეთებლად მზად უნდა ვიყოთ და კანონების შეცვლაა საჭირო. და ვერ ვხვდები, როგორ იღებს კვიტაშვილი ასე მშვიდად ფულს და თავს გვაჩვენებს რომ მინისტრია.
– მეიდანის შემდეგ ვის ხედავდით ჯანდაცვის მინისტრად?
– სიმართლე გითხრათ, მეგონა ოლგა ბოგომოლეცს დანიშნავდნენ. ჩემი საქმისთვის ეს იდეალური გადაწყვეტილება იქნებოდა. ჩემთვის საკმარისია ის, რომ ის ექიმია, ჭკვიანია და მუდმივად კითხულობს. ის ინტელიგენტია. მის ხასიათზე ათას რამეს ყვებიან, მაგრამ მე ეს არ მეხება. მე ბაგატირევს ყოველთვის იმას ვთხოვდი და სხვებსაც, ხელი არ შეგვიშალოთ, სხვა არაფერი გვჭირდება.
– თქვენ მხარი დაუჭირეთ უცხოელის თანამდებობებზე დანიშვნას.
– როცა მოვიდა ქართველი კვიტაშვილი, ვფიქრობდი, რომ სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, რადგანაც უცხო ადამიანია, დაკავშირებული არ არის უკრაინული ცენტრების კორუფციასთან, უკრაინულ ფარმაცევტულ ოლიგარქებთან. ამიტომ, როცა მოვიდა უცხოელი, მეგონა რომ ეს ხსნა იყო. ჩემი აზრით, უბედურება კორუფცია კი არ არის, რომელიც მედიკამენტებთან არის დაკავშირებული, უბედურება ის არის, როცა ამ ადამიანებს უშიშროების ოფიცრები კურირებენ, რომლებიც მათ უნდა ებრძოდნენ – ეს უკურნებელი ხდება. მაგრამ უარესი ეს არ არის. საშინელება სამინისტროს მუშაობაა, სადაც ფუნქციური ურთიერთობები უნდა იქნეს შეცვლილი.
– თქვენი აზრით მინისტრი კვიტაშვილი შეძლებს თუ არა უკეთესობისკენ შეცვალოს სისტემა?
– ჩვენს მოქმედ მინისტრს ჯერჯერობით არაფერი გაუკეთებია. და არც გააკეთებს. ახლა, როცა ჯანდაცვის წარმომადგენლებს ვხვდები, ისინი ამბობენ, რომ თვითშენარჩუნების გამო უნდა დაიჭირონ ისეთი პოზა, თითქოს გონებრივად ჩამორჩენილები არიან. ასეთი რამ მანამდე არ ყოფილა. სხვათა შორის, როცა კვიტაშვილს ნიშნავდნენ, მე რამდენიმე ქართველი ფსიქიატრი მყავდა, ჩვენ ერთად ვმუშაობდით. ისინი საბჭოთა ქართველები კი არ იყვნენ, არამედ ევროპული განათლებით. და როცა მათ ჩვენს ახალ დანიშვნაზე ვუთხარი, ჯგუფის წამყვანმა ფსიქიატრმა მითხრა, ეს ძალიან უცნაურია, კვიტაშვილი თავის სამშობლოში არაფრით განსხვავდებოდაო. როგოც ვხვდები, ბატონმა სააკაშვილმა უბრალოდ თავისი ამხხანაგი დაასაქმა, თუმცა მტკიცებითი ფორმით ამას ვერ ვიტყვი.
– თქვენ შეხვდით კვიტაშვილს?
– არა, არ მქონია შესაძლებლობა. მას არ უნდა შეხვედრა არა მხოლოდ ჩემთან. მას თავისი იდეები აქვს. ერთ-ერთი მათგანი მაშფოთებს – ეს პრივატიზაციაა. ვხვდები ეს რითიც უნდა დასრულდეს, თუკი ჩვენს ჯანდაცვის სისტემას პრივატიზებას გაუკეთებს. ეს მისი დასასრული იქნება. შემდეგ რეფორმები. მთელმა ცივილურმა სამყარომ იცის, რომ რეფორმებს დედაქალაქიდან კი არა, პერიფერიებიდან იწყებენ, იქ ამის გამჭვირვალედ ჩატარების უკეთესი საშუალებაა. და ყველაზე მთავარი – ამ ქვეყანაში 46 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ცხადია, თუკი მათ არ აუხსნი რა ელოდებათ, უკეთესია არ დაიწყო რეფორმა. ახალი მინისტრი არაფერს გვიხსნის.
– თქვნი აზრით, რატომ არ ატარებს ახალი მინისტრი რეფორმებს?
– კვიტაშვილს არ გაუკეთებია და ვერც გააკეთებს ვერაფერს. საქმე იმაშიც არ არის, რომ მას გუნდი არ ყავს. როგორც მითხრეს, ის წუწუნებს იმაზე, რომ რეალურად სხვაგვარ დამოკიდებულებას საკუთარ თანამშრომლებიდან ვერ მიაღწია, უნდა ვთქვათ ესეც ხმამაღლა. მაპატიეთ, ჩვენ ტოტალურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. შენ შეგიძლია მოიწვიო პრესკონფერენცია და ხმამაღლა ილაპარაკო იმაზე, რასაც ფიქრობ? და თუ არ ამბობ, მაშინ უნდა გააკეთო. და კვიტაშვილი თუკი არ უშვებს იმათ, ვინც ხელს უშლის, მან ხომ მასთან უნდა იმუშაოს? და ის, რომ მინისტრი დადის კაბინეტებში და ლაპარაკობს რომ მას არ გამოუვა… უკაცრავად. აშშ-ს ელჩთან იჩივლე. სხვათა შორის, როგორც ჩემმა პატივცემულმა ნაცნობებმა მითხრეს, აშშ-ს ელჩი პოროშენკოს გამოფხიზლებას ცდილობს, რომ დროა შიდა საქმეებზეც იფიქროს და არა მხოლოდ ომზე.
– და მაინც, ნუთუ ჩვენ არ გვყავდა მინისტრი, რომელიც რეფორმებს ატარებდა სამინისტროში?
– იცით, როცა ნიკოლაი პოლუშიკი გახდა მინსიტრი, მან რევოლუცია მოახდინა. ის ყოველთვის პროფესიონალური კრიტერიუმებით ნიშნავდა კადრებს. მეც ვმონაწილეობდი კომისიებში, და ნებისმიერ ჟურბნალისტს შეეძლო იქ მოსვლა და შეკითხვის დასმა. მას ახალგაზრდა გუნდი ყავდა. შესაძლებელია ყველაფერი არ იყო იდეალურად, მაგრამ ღია ატმოსფერო იყო. ახლა ეს განწყობა გაქრა. ლიზორიშინეცი კვიტაშვილთან შედარებით მენეჯმენტის გენიოსი იყო. მან სისტემა იცოდა, ის მუშაობდა იქ. მე ლაზორიშინეცთან სრულიად სხვა პრეტენზიები მაქვს – ის ჩვენი ფსიქიატრების სისტემას საერთოდ არ აქცევდა ყურადღებას, მაგრამ უდავოდ, ის უკეთესი იყო ვიდრე კვიტაშვილი.
– რატომ ხდება დღეს განსაკუთრებით პროფესიონალების გადინება ქვეყნიდან?
– დასავლელი მედიკოსები ჩვენთან მუშაობაზე უარს ამბობენ. ჩვენი სტუდენტები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლობდნენ, ბრუნდებიან უკრაინაში და ისევ უკან მიდიან, რადგანაც ხედავენ, რომ ჩვენთან ნორმალურად მუშაობა შეუძლებელია, უკრაინის ჯანდაცვის სისტემა ზუსტად ამის საშუალებას არ იძლევა.

banner
წინა სტატიაში,,დაბეჩავებულო და დასუსტებულო ოცნებავ! გიგზავნი…,, ინგა ქარდავა
შემდეგი სტატიაბრიტანეთის სკოლებში შეასწავლიან როდის უნდა დათანხმდე სექსზე