საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის განცხადებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ რუსეთი საქართველოს პროვოცირებას შეწყვეტს-ამის შესახებ ხიდაშელმა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენების შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ჟურნალისტების მიერ დასმულ შკითხვაზე პასუხის გაცემისას განაცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, რუსეთის მიზანია, საქართველო გააჩეროს თუმცა, მისივე თქმით, საქართველოს პასუხისმგებლიი ხელისუფლება ჰყავს და ქვეყნის წინსვლის შეჩერებას არ დაუშვებს.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენი გასულ კვირასაც ვნახეთ მსგავსი შემთხვევა, როდესაც გორში შემოფრინდა მათი საფრენი აპარატი. არ მაქვს იმის მოლოდინი,რომ ჩვენი მეზობელი შეწყვეტს ჩვენ პროვოცირებას, ქმედებებს, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ გააჩეროს საქართველო.
მაგრამ საქართველოს დღეს პასუხისმგებლიანი ხელისუფლება ჰყავს, რომელიც არ დაუშვებს, რომ რუსეთის პროვოკაციების გამო ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება გაჩერდეს. ჩვენი ამოცანაა, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, გვაკეთოთ შეუძლებელი და შესაძლებელი იმისთვის, რომ ვერავინ შეგვაჩეროს ისე, როგორც 2008 წელს გააჩერეს საქართველოს წინსვლა“, – განაცხადა ხიდაშელმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენების შემოსვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის განცხადებით, ნატო დღევანდელ მსოფლიოში, უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით, მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია.
როგორც ხიდაშელმა კრწანისის სამხედრო ბაზაზე ნატო-საქართველოს სასწავლო ცენტრის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დღევანდელი დღე მნიშნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის შეუქცევადობის, არჩევანის ურყეობის და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთვის.
„თავდაცვის სამინისტროსთვის დიდი პატივია ვუმასპინძლოთ ამ ქვეყნისთის მნიშვნელოვან ღონისძიებას, ნატო-საქართველოს სასწავლო ბაზის გახსნას. მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვინც ყველაფერს აკეთებდა, რომ დღეს ჩვენ აქ შევკრებილიყავით. განსაკუთრებული მადლობა ნატო-ს ჯგუფს, რომლებიც, ქართველ კოლეგებთან ერთად, ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენი წარმატებისთვის. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ყველა რესუსრსის მობილიზებით და პარტნიორების მხარდაჭერით გაგრძელდება ნატო-საქართველოს ერთობლივი პროექტების წარმატებით განხორციელება, რაც დარწმუნებული ვართ, სათანადოდ აისახება ვარშავის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებში. დღევანდელი დღე მნიშნელოვანი გზავნილია საქართველოს ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვის შეუქცევადობის, ჩვენი არჩევანის ურყეობის და პარტნიორების თანადგომის დემონსტრირებისთის. საქართველოს არჩევანი ცხადზე უცხადესია. ვიღწვით დემოკრატიული, განვითარებული, სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყნების ოჯახის წევრობისთვის”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თინა ხიდაშელის განცხადებით, ნატო დღევანდელ მსოფლიოში, უსაფრთხოების არქიტექტურის თვალსაზრისით, მშვიდობის უზრუნველყოფის ყველაზე მძლავრი და ეფექტური მექანიზმია.
“ნატო-ს გაფართოებით ფართოვდება თავისუფლების საზღვრები, ძლიერდება უსაფრთხოების რკალი და დედამიწის უფრო მეტ სივრცეზე, უფრო მეტ სეგმენტზე ისადგურებს მშვიდობა. ნატო-ს მოაქვს მშვიდობა. საქართველოს ევროპულ ოჯახში წევრობა ბევრი თაობის ოცნება იყო. დამოუკიდებელი საქართველოს დღევანდელ თაობას, დიდსა და პატარას ქალსა და მამაკაცს, ჩვენს ახალგაზრდებს სამხედრო ფორმით გვაქვს ამბიცია, რომ მრავალი ქართული თაობის ოცნება რეალობად ვაქციოთ. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის დროულად და წარმატებით განხორციელება ჩვენი პოლიტიკური გუნდის, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის, პარლამენტის და ქვეყნის მთავარსარდლის უმნიშნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენ ოპტიმისტურად ვუყურებთ მომავალს, ვშრომობთ და ვიბრძვით ევროპული საქართველოსთვის, რომელიც თავისუფალი იქნება აგრესიისა და ოკუპაციისაგან და იპოვის თავის ადგილს დემოკრატიული სახელმწიფოების ოჯახში“, – განაცხადა ხიდაშელმა.