“არ იზრდება სესხები და დეპოზიტები, რაც მიანიშნებს, რომ ეკონომიკის ზრდასთან დაკავშირებით პრობლემებია”

დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებით, წლიურად არ იზრდება არც სესხები და არც დეპოზიტები, რაც იმის ინდიკატორია, რომ ეკონომიკის ზრდის ტემპტთან დაკავშირებით პრობლემებია.

ქადაგიძის თქმით, დღეისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს მოლოდინების მართვა, რაც განუყოფელი ნაწილია ეკონომიკური პოლიტიკის.

“წლიურად თუ შევხედავთ არ იზრდება არც სესხები და არც დეპოზიტები, რა თქმა უნდა, ეს არის იმის ინდიკატორი, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდის ტემპტთან დაკავშირებით არის პრობლემები და საჭიროა მათზე რეაგირება. ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს არის, იმ უარყოფითი მოლოდინების გაქარწყლება და ზოგადად მოლოდინების მართვა ეკონომიკური აქტორების მხრიდან, საუბარია იმაზე, რომ მოლოდინები არის განუყოფელი ნაწილი ეკონომიკური პოლიტიკის, სამწუხაროდ აქ გვაქვს ყველაზე სუსტი პოზიცია”, – განაცხადა ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ქადაგიძის შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე შეტევა არ წყდება
შემდეგი სტატია“ვეტოს არანაირი პირდაპირი გავლენა ლარის კურსზე არ აქვს”