არ ვნანობ იმას, რომ რუსეთი და ყველა მისი მომხრე სარწმუნოების, ეროვნების, ადამიანების, ღირსების, თავისუფლების მტერი მგონია–მამა პეტრე

არ ვნანობ იმას, რომ რუსეთი და ყველა მისი მომხრე სარწმუნოების, ეროვნების, ადამიანების, ღირსების, თავისუფლების მტერი მგონიაქართველი სასულიერო პირი, სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მამა პეტრე კვარაცხელია „ფეისბუქზე“ სააღდგომო მარხვის დაწყებასთან და მიტევების დღესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს.

ქართველი სასულიერო პირის განცხადებით, მიტევების დღის მიუუხედავად, არ ნანობს, რომ რუსეთის მიმართ საშინელი გულისწყრომა აქვს:

„დიახ! დღეს შენდობის დღეა, მართლმორწმუნე მრევლი თუ სამღვდელოება, გულწრფელადაც და ფარისევლურადაც პატიებას ითხოვს, გააზრებულად, ხშირად გაუაზრებლად ჩადენილი შეცდომების გამო.

მარხვა სულის სამკურნალოდ დაგვიდგინა საეკლესიო გამოცდილებამ, მაგრამ სამწუხაროდ რაღაც თვისებები არ, ან იშვიათად იკურნება. მაგალითად- რუსული აგრესია, ცინიზმი, ფაშიზმი, ვანდალიზმი, კანიბალიზმი, იმპერიალიზმი, სიძულვილი, გაუმაძღრობა, ავანტიურიზმი ის უკურნებელი კეთრია, რომელიც ნახევარ პლანეტას სიკვდილით ემუქრება.

დღეს შენდობის დღეა და არ ვნანობ იმას, რომ რუსეთის მიმართ საშინელი გულისწყრომა მაქვს. არ ვნანობ იმასაც, თუ პუტინის ლუციფერული მისწრაფებები მძულს.

არც იმ ბრმების განკითხვას ვინანებ, ვინც ცარისტულ კოლონიურ პოლიტიკაში ერთმორწმუნე რუსეთის მეგობრობას ხედავს. არ ვნანობ იმას, თუ რუსეთის პატრიარქის სარწმუნოებრივი ხედვა ხშირად ეჭვქვეშ დავაყენე…

არ ვნანობ იმას, რომ რუსეთი და ყველა მისი მომხრე სარწმუნოების, ეროვნების, ადამიანების, ღირსების, თავისუფლების მტერი მგონია.

არასდროს ვინანებ იმას, თუ ჩრდილოეთით უღრან ტყეს ვინატრებდი. არ ვნანობ, რადგან ახლა ყველაზე გულწრფელი ვარ. დიახ, შენდობის დღეა და ამ ყველაფრის გამო არ ვითხოვ შენდობას!“,– წერს მამა პეტრე კავარცხელია.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები რუსეთში ახალ პასპორტებს ბეჭდავენ
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან სოჭში ნარკოტიკების შეტანის მცდელობის ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს