არ ვიცი ვინ წავიდა პარტიიდან, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნა რთულია

ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება

8popopopopopkjkjkj“არ ვიცი ვინ წავიდა პარტიიდან, მაგრამ ოპოზიციაში ყოფნა რთულია,”- ასე ეხმაურება გიგი წერეთელი გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც პარტია გიორგი მელაძემ, გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და პავლე კუბლაშვილმა დატოვეს. გიგი წერეთელის განცხადებით, ის აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს. “არ მაქვს რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, თუკი ამგვარი გადაწყვეტილება არის მიღებული, ალბათ, ეს გახდება ცნობილი. პარტიაში ყოველთვის არის პროცესები – დუღილის, განახლების და ა.შ. მითუმეტეს, როცა არჩევნები ახლოვდება. რთულია ოპოზიციაში ყოფნა, მაგრამ ვერ გეტყვით, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ ვიცი,”-განაცხადა გიგი წერეთელმა.
ეგახსენებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გიორგი მელაძემ, გოგა ხაჩიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ და პავლე კუბლაშვილმა “ნაციონალური მოძრაობა” დატოვეს, ოფიციალურად არ დასტურდება.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობა” ოთხშაბათს სპეციალურ ბრიფინგს გამართავს
შემდეგი სტატიანაციონალებს 4 პარლამენტარი დადასტურებულად ტოვებს