არ ვაპირებთ სერიოზული საპარლამენტო ბერკეტების ხელიდან გაშვებას–ვიქტორ დოლიძე

“თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთი ლიდერი ვიქტორ დოლიძე აცხადებს, რომ “თავისუფალი დემოკრატები” პარლამენტში დაკავებული თანამდებობების საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვებას არ აპირებენ.

“ჩვენ როგორც განვაცხადეთ, არ ვაპირებთ სერიოზული საპარლამენტო ბერკეტების ხელიდან გაშვებას, ამიტომ კითხვა უმრავლესობისკენ უნდა იყოს მიმართული, რადგან მათ შეუძლიათ 76 ხმით საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების გადაყენება. “თავისუფალ დემოკრატებს” თანამდებობების პრობლემა არ გვაქვს. აქ საუბარია იმ პოლიტიკურ ბერკეტებზე, რაც ჩვენ გაგვაჩნია”, – განუცხადა ჟურნალისტებს ვიქტორ დოლიძემ.
დეპუტატმა აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნების პარლამენტებში მთელი რიგ კომიტეტებს სწორედ ოპოზიციური ძალის წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

banner
წინა სტატიაშირუსული მხარე ისევ უარს ამბობს დაკავებული რუსი სამხედრო სომეხ ძალოვანებს გადასცეს. მოლარაკებები უშედეგეოდ გრძელდება
შემდეგი სტატია“ენგურჰესის” კუთვნილებასთან დაკავშირებით ქართულ მხარესთან მოლაპარაკებები დაწყებულია