არ გრცხვენით და ნამდვილად არ გაქვთ ზღვარი ტყუილებში–გიორგი ვაშაძე

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

პარლამენტი„მინდა, კონკრეტული კითხვა დაგისვათ: ბატონო ირაკლი, გვესმის, რომ თქვენ ძალიან ბევრ ტყუილს ამბობთ, არ გრცხვენით და ნამდვილად არ გაქვთ ზღვარი ტყუილებში, მაგრამ მინდა გკითხოთ, თუ შეგიძლიათ დამისახელოთ სამი მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც უშუალოდ თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დაიწყო; არა ის პროექტები, რომელიც 2012 წლის ოქტომბრამდე დაიწყო, არა ვირტუალური პროექტები, რომელსაც რაღაც ფონდების შედეგად აკეთებთ და ჯერ თითი თითზე არ არის დადებული, არამედ სამი მსხვილი საინვესტიციო პროექტი, რომელიც ხვალ შეგვიძლია წავიდეთ და ვნახოთ“, – მიმართა ვაშაძემ პრემიერ-მინისტრს.

თავის მხრივ, ირაკლი ღარიბაშვილმა უმცირესობის დეპუტატის გამოსვლას დემაგოგია უწოდა და აღნიშნა, რომ არა თუ 3, არამედ 30 პროექტის დასახელება შეუძლია, თუმცა არ აპირებს, „აჰყვეს დემაგოგიას და უკვე დამოწმებული ფაქტები გაიმეორეს“.

„მე არ ვაპირებ ჩამოგითვალოთ, მე შემიძლია, წაგიყვანოთ თქვენ და გაჩვენოთ“, -აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ამის შემდეგაც, დეპუტატმა მზადყოფნა გამოთქვა, აღნიშნული პროექტების სანახავად წავიდეს, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ შეუძლია, ჩაჯდეს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ მედიატურში და მისი მთავრობის დროს გახსნილი საწარმოები დაათვალიეროს.

უმცირესობის სხდომაზე ერთმანეთს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და  გიორგი ვაშაძე დაუპირისპირდნენ. მხარეებს შორის დაპირისპირების მიზეზი იუსტიციის სახლების მშენებლობა გახდა. ვაშაძემ გამოსვლისას გააპროტესტა, რომ იუსტიციის სახლების მშენებლობა აღარ მიმდინარეობს.

„თქვენ ბევრი ტყუილი თქვით. არ გავაგრძელე იუსტიციის სახლების მშენებელობა, რომელსაც ჭიათურაში იშენებდით. თქვენი უფროსი კი კახეთში იშენებდა. თქვენ და თქვენი უფროსი იშენებდით იქ, საიდანაც თვითონ იყავით. ჩვენ ვაშნებეთ იქ, სადაც ქვეყანას საზღვარს შემომტკიცება სჭირდება. თბილისის იუსტიციის სახლში 15 ტონა ნაგავი დატოვეთ. ნაგავი გავიტანეთ 1-ელ ოქტომბერს და არ დაბრუნდება არასოდეს. ლაგოდეხში ატერორებდით, მე კი მათ არ ვატერორებ. ბოდიში, რომ თქვენი სახლის კართან იუტიციის სახლის აშენება არ იყო პრიორიტეტული. მე ჩემს სოფელში არ ვაშენებ საზოგადოებრივ ცენტრს. თავი ტყუილებით გაქვთ სავსე. შაბათს დილით მობრძანდით და ლილოს არქივს დაგათვალიერებინებთ. თქვენი დრო ჩავლილია, იუსტიციის სამინისტრიში ვეღარ დაბრუნდებით“, – მიმართა ვაშაძეს წულუკიანმა, რომელსაც ოპოზიციონერმა უპასუხა, რომ წინა ხელისუფლებამ იუსტიციის სახლის სახურავზე 15 ტონა ნაგავი დატოვა, ხოლო ახალმა ხელისუფლებამ 15 ტონის ვერაფერი ააშენა.

banner
წინა სტატიაშითქვენ ძალიან არ გიყვართ 9 წლის ხსენება, მაგრამ შეგიძლიათ ციფრებით და რეალურად გაკეთებული საქმეებით შეადაროთ-ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ლარის სტაბილურობაზე ძირითადი პასუხისმგებლობა ეროვნულ ბანკს ეკისრება