“არ გავაკეთებ კომენტარს,”- თამარ ბერუჩაშვილი

tamar_beruchashviliოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცე-სპიკერის დმიტრი ტასოევის გუშინდელი განცხადება, სადაც მან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მადლობა გადაუხადა დღეს საქართველოს პირველმა დიპლომატმა უკომენტაროდ დატოვა.

“მე არ ვაპირებ ამ თემაზე კომენტარი გავაკეთო. საგარეო საქმეთა სამინისტრო მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესახებ ვაწვდით ინფორმაციას,”- აცხადებს თამარ ბერუჩაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პარლამენტის ვიცესპიკერმა დმიტრი ტასოევმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მთავრობას, ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ფაქტობრივი აღიარებისთვის.
„მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისთვის, რომ მან თავისი განცხადებებით ამასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუ თბილისი ამას გააკეთებს დე იურე, შევძლებდით ერთობლივად შევდგომოდით ჩვენი ქვეყნის საზღვრების დემარკაციასა და დემილიტარიზაციას, რაც მოხსნიდა ბევრ კითხვას“, – აღნიშნა ტასოევმა.

მისი თქმით, მილსადენი დიდი ხანია მათ ე.წ. ტერიტორიაზეა და აქამდე არანაირი ინციდენტი არ მომხდარა.

„ასეთ შემთხვევებში მიღებულია, რომ მმართველი კომპანია იხდის საფასურს თავისი ობიექტის დაცვასა და მომსახურებაში“, – განაცხადა ტასოევმა.

მან ასევე დასძინა, რომ „ბაქო-სუფსის მილსადენის უსაფრთხოებას საოკუპაციო რეჟიმი მხოლოდ მაშინ უზრუნველყოფს, თუ British Petroleum-ი ამაში ფულს გადაიხდის“.

banner
წინა სტატიაშიამ წუთებში პარლამენტში 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილ ცვლილებებს განიხილავენ
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი – პარლამენტში საფრანგეთში დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით მოვედი