დღეს აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკაში მინისტრთა კაბინეტის სხდომა გაიმართა.
“ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელმაც სკოლა დაამთავრა, თავდაპირველად სამშობლოს წინაშე უნდა მოხადოს ვალდებულება და ჯარში წავიდეს. მხოლოდ შემდეგ შეეძლება პირს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა” – განაცხადა დე-ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერმა შამილ არძინბამ. “ეს იქნება სწორი და სამართლიანი” – დაამატა მან.
მისი თქმით, კანონი სახელმწიფო სამსახურის შესახებ 2016 წელს შევა ძალაში.