“არც მოსამართლის და არც ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია სწორად არ მიმაჩნია”

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით კურიერთან ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი გედევან ფოფხაძე აფასებს და ამბობს, რომ ამ პროცესის პოლიტიზირება არ არის სწორი, თუმცა ხელისუფლების მხრიდან საკითხის პოლიტიზირებას არ ეთანხმება.

„პოლიტიკურ ძალებს სურთ, რომ სამართლებრივი პროცესი გადაიყვანოს პოლიტიკურ ჭრილში. მოგვწონს თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მიუხედავად ამისა არ არის სწორი აქციების ჩატარება არც საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების სახლთან და არც ბიძინა ივანიშვილის სახლთან. მე ეს არ მგონია სწორი,“ – ამბობს გედევან ფოფხაძე.

ქართული ოცნების წევრი მოუწოდებს მათ ვინც აპროტესტებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივი სცენ ინსტიტუციებს.

„პატიმარი არ უნდა გყავდეს 14 თვე წინასწარ პატიმრობაში, ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს რაღაც განსაკუთრებული გადაწყვეტილება რა მიუღია,“ – ამბობს გედევან ფოფხაძე.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალურ მოძრაობას პოლიტიკური რეაბილიტაციის გზაზე ქართულ ოცნებაზე უკეთესი მეკავშირე არ ჰყავს”
შემდეგი სტატიაეკა გიგაურის შეაფსებით გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლომ სწორი გადაწყვეტიელბა მიიღო