“არცერთი თეთრით არ არის ხარჯების შემცირებაზე საუბარი,” – ზურაბ ტყემალაძე

ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტს დღეს უნდა წარუდგინოს წლევანდელი ბიუჯეტის საბოლოო, კორექტირებული ვარიანტი. ამ დოკუმენტის მიხედვით მთავარი საფინანსო კანონის ცვლილება 140 მილიონი ლარით ხდება. ბიუროს სხდომაზე განიხილვის შემდეგ მასზე მსჯელობა უკვე საპარლამენტო კომიტეტებში დაიწყება.

უმრავლესობაში განმარტავენ, რომ მცირდება ხარჯვითი ნაწილი, თუმცა ეს არ ეხება სოციალურ ხარჯებს. საპარლამენტო უმცირესობა ცვლილებების მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებას დოკუმენტის გაცნობის შემდეგ მიიღებს.

“არცერთი თეთრით არ არის ხარჯების შემცირებაზე საუბარი. გარკვეული მიმართულებით შემცირდება მიმდინარე ხარჯები, მაგრამ კაპიტალური და სოციალური ხარჯები, პირიქით, გაიზრდება. მცირდება მხოლოდ საგადასახადო შემოსავლები, თუმცა, ოღონდ ესეც ივსება პრივატიზების თანხებითა და საბიუჯეტო დახმარების გრანტებით,” – განმარტა ფრაქცია ქართული ოცნება – მრეწველების მდივანმა ზურაბ ტყემალაძემ.

banner
წინა სტატიაშიკომერსანტი: ნემცოვის საქმეზე ბრალდებულმა ალიბი დაასახელა
შემდეგი სტატიათალიბებმა ავღანეთში 11 სამხედრო მოკლეს