არჩილ ჭყოიძე: ბაკლი „ევრაზიული არჩევანის“ 16 ათას მომხრეზე საუბრობს

11297677_888936311167743_1733024339_nდღეს, ქართულ მედია-სივრცეში Financial Times დაბეჭდილი სტატია გავრცელდა, სადაც ევროპასთან დაკავშირებულ საქართველოს იმედებზეა საუბარი.
სტატიის ავტორი ჟურნალისტი ნილ ბაკლი საქართველოში იმყოფებოდა, ქვეყნის დატოვების შემდეგ კი „საქართველოს იმედები ევროპასთან დაკავშირებით იმედგაცრუებად იქცა“ – ამ სათაურით დაწერა სტატია.
ქართულ მედია-სივრცეში თარგმნილ სტატიას „ევრაზიული არჩევანი-საქართველო“-ს თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე გამოეხმაურა და „თაიმერთან“ საუბარში განაცხადა, რომ ნათარგმნში სწორედ ის აბზაცი იყო ამოღებული, სადაც ჟურნალისტი „ევრაზიულ არჩევანზე“ საუბრობდა.
-„შეგიძლიათ ნახოთ ორიგინალი ან რუსული ვერსია და თავად დარწმუნდებით, ქართულ თარგმანში ამოღებულია ერთი აბზაცი, რომლის ციტირებასაც ახლა თქვენთან მოვახდენ: „ქართველი პოლიტიკოსები და ექსპერტები ხაზს უსვამენ ისეთი პრორუსული ჯგუფების გაძლიერებას, როგორიცაა „ევრაზიული არევანი-საქართველო“. არასამთავრობო ორგანიზაციათა ეს კოალიცია თავის რიგებში 16 ათასს ადამიანს აერთიანებს“. მინდა გითხრათ, რომ ბაკლი ჩემთანაც იყო და ინტერვიუ აიღო. რატომ გამორჩათ თუ გამოტოვეს მხოლოდ ეს აბზაცი, არა მგონია ეს დასავლეთის კარნახით მომხდარიყო, მაშინ საერთოდ არ დააწერინებდნენ ჟურნალისტს ამ სტატიას, მაშინ საინტერესოა ვის დასჭირდა საქართველოში „კოალიცია ევრაზიული არჩევანის“ გაძლიერების დამალვა“ – აცხადებს ჭყოიძე.
ცნობისთვის, სტატიაში რიგში დაგეგმილ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზეც არის საუბარი.

“თბილისი იმედოვნებდა, რომ ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ შეთანხმებას მიაღწევდა რიგის სამიტზე. ამის ნაცვლად, გეგმები გადაიდო – საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები შიშობენ, რომ ეს პოლიტიკური მიზეზების გამო მოხდა მაშინ, როდესაც ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ ევროკავშირთან ასოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გასული წლის ივნისში გააფორმა, ამ დრომდე ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა მხოლოდ მცირეოდენი სარგებელი იგრძნეს. უვიზოდ მიმოსვლა კი მათთვის ხელშესახები სარგებელი იქნებოდა” – წერს ნილ ბაკლი თავის სტატიაში.

11267309_1406828709641812_1434626940_nბაკლი სტატიაში აღნიშნავს, რომ გასული წლის სექტემბერში საქართველომ ნატო-ს სამიტზე ვერც MAP-ი მიიღო. სტატიის ავტორი საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც ამახვილებს ყურადღებას.
– “ეკონომიკურმა დაღმასვლამ, რომელიც ნაწილობრივ მეზობელ რუსეთში რეცესიამ გამოიწვია და, რომელმაც ეროვნული ვალუტის ღირებულების მესამედი შეიწირა, საქართველოს მოსახლეობაში იმედგაცრუება გამოიწვია. ეს კარს უღებს ასევე რუსეთის გავლენის განახლებას” – ნათქვამია სტატიაში.

ნილ ბაკლის აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვებიც მოჰყავს, რომლის მიხედვითაც “მოსახლეობს 31 პროცენტი მხარს უჭერს ევრაზიულ კავშირში შესვლას მაშინ, როდესაც ორი მესამედი კვლავ მხარს უჭერს დასავლეთთან ინტეგრაციას. ალტერნატიულ გაერთიანების მხარდამჭერთა პროპორციული მაჩვენებელი ბოლო წლის განმავლობაში გაორმაგდა”.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ 2003 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით მომხდარი ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველო ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს შორის ეკონომიკური რეფორმების ჩემპიონად და დემოკრატიულ შუქურად განიხილებოდა. “უფრო მეტიც, მისი ადგილმდებარეობა ძალიან სტრატეგიულია. ქვეყნის ტერიტორიაზე გადის აზრბაიჯანიდან დასავლეთის მიმართულებით გაყვანილი ნავთობ და გაზსადენები, რომლებიც ევროპისთვის რუსული ენერგიის ალტერნატიული წყაროა” – წერს ავტორი.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ უკრაინის კონფლიქტმა რუსეთის შესახებ საქართველოს მოსახლეობის მოსაზრებები შეცვალა. ამას გარდა, მისივე თქმით, ერთ-ერთი უცხოელი დიპლომატი აღნიშნავს, რომ უკრაინის კონფლიქტმა “ნერვული აღელვება გამოიწვია”, რომლის გამოც ნატო-მ შესაძლოა, ბოლოს და ბოლოს 2008 წლის დეკლარაცია შეასრულოს, რომლის მიხედვითაც, საქართველო ერთ დღეს ალიანსის წევრი გახდება.

სტატიაში მოყვანილია გია ნოდიას კომენტარიც: “ბევრი ქართველი ევროპას სუსტ და გაუბედავად მიიჩნევს. თუმცა, პუტინი გამოიყურება როგორც ძლიერი ადამიანი, რომელიც თავის გზას აგრძელებს. ამიტომაც ადამიანები ფიქრობენ, თუ რა კონკრეტულ სარგებელს იღებენ ისინი ევროპისგან” – ამბობს გია ნოდია.

ამასთან, სტატიის ავტორის თქმით, ამ მხრივ გარკვეული როლი ითამაშა 2012 წელს სააკაშვილის მთავრობის მოულოდნელმა მარცხმა და მილიარდერი ბიზნესმენის, ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებამაც. “მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოსკოვთან კავშირების აღდგენა დაიწყო. შედეგად მოსკოვმა ათი წლი წინ ქართულ ღვინოზე, მინერალურ წყალსა და სოფლის მეურნობის პროდუქციაზე დაწესებული შეზღუდვები მოხსნა, რამაც ეკონომიკის წინსვლა განაპირობა. “ქართული ოცნების” მთავრობამ ასევე კვლავ ჩართო რუსულ ტელეარხები, რომლებიც 2008 წლის ომის შემდეგ აკრძალული იყო,. პრორუსული ხმები, რომლებიც წინა მთავრობის დროს არ ისმოდა, ახლა ქართულ მედიაში კვლავ ისმის”, – წერია სტატიაში.

ავტორი აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, რუსეთი მაინც მკაცრ ძალაუფლებას იყენებს, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მან ე.წ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან ე.წ ხელშეკრულებები გააფორმა, რაც ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიასთან მიახლოებას გულისხმობს.

ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კრემლის მხარდაჭერილმა პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს.
http://news.rin.ru/eng/news///109807/

banner
წინა სტატიაშიგეგმავს თუ არა მმართველი გუნდი ბიუჯეტის კორექტირებას?
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრმა ადამიანთა წამების წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა წარადგინა