„არჩევნების იმ მოდელზე უნდა გადავიდეთ, რასაც ხალხს ყველა პარტია სთავაზობს „ქართული ოცნების“ გარდა”

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, ექსპრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ხალხის ნდობა დაკარგა.

ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ არჩევნები ივანიშვილისთვის ერთადერთი საშუალებაა ძალაუფლების შენარჩუნებისთვის.

„ბიძინა ივანიშვილმა ხალხის ნდობა აბსოლუტურად დაკარგა, შესაბმისად, არჩევნები ერთადერთი საშუალებაა, რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს. თუ გვინდა პლურალისტურ პარლამენტზე გადავიდეთ, პარლამენტში ყველა პარტია უნდა იყოს წარმოდგენილი. “ქართული ოცნება“ მხოლოდ ძალაუფლებას ებღაუჭება. ჩვენი იდეაა, 75 დეპუტატი საერთო ნაციონალური სიით, 75 კი სამსახეო სიით აირჩეს, რაც სამართლიანი გადანაწილება იქნება. უნდა გადავიდეთ არჩევნების იმ მოდელზე, რომელსაც საზოგადოებას ყველა პარტია სთავაზობს, გარდა „ქართული ოცნებისა“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკაპრალ რამაზ დავითაიას 16 ივნისს, სამხედრო პატივით დაკრაძალავენ
შემდეგი სტატია„თუ ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, ეს იქნება რეალური გზავნილი“