არქეოლოგიური აღმოჩენა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში – ქალაქ ჯვარის მახლობლად ადგილობრივების მიერ მიკვლეულ ობიექტს მეცნიერები შეისწავლიან

ქალაქ ჯვარში უძველესი ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინეს

ქალაქ ჯვარში უძველესი ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინესქალაქ ჯვარში უძველესი ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინეს. ადგილობრივებმა  ნანგრევებს მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებისას მიაკვლიეს, რა დროსაც ნახეს კარიბჭე და ორი ქვით ამოშენებული გუმბათოვანი ოთახი, რომელიც ხელშეუხებელ მდგომარეობაშია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს ნატო ბერულავას, ქალაქ ჯვარის მცხოვრებმა ჯემალ ქარდავამ განუცხადა, რომ ნაგებობას გააჩნია კარიბჭე და ქვით ამოშენებული გუმბათოვანი ორი ოთახი.

„სადღაც 2 კვადრატული მეტრი იქნება ერთი ოთახი, მეორე ოთახში ვერ შევედით და რამხელაა ვერ გეტყვით. ჩანს გვირაბის თავი. მეტრონახევარზე ქვების ჩამონაყარია და გამოსასუფთავებელია. წყალი ქვებიდან წვეთავს და ცოტა სისველეა. მეტი იქ არაფერი არ ჩანს” . მისივე თქმით “გადმოცემის მიხედვით ამ ადგილს ჯიხას ეძახდნენ და თავშესაფრად მიიჩნევდნენ, თუმცა სასულიერო პირების მტკიცებით, ამ ტერიტორიაზე ეკლესია და სამლოცველო მდებარეობდა”.

ქალაქ ჯვარის მახლობლად ადგილობრივების მიერ მიკვლეულ ობიექტს მეცნიერები შეისწავლიან. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სააგენტო სამეგრელოში ექსპედიციას გზავნის. შესაძლოა, საქმე გვქონდეს ჩვენი წელთაღრიცხვის XI-XII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსისა და თავდაცვითი ნაგებობის ნაწილთან.

banner
წინა სტატიაში“მთავრობას შემუშავებული აქვს არსებული ვითარებიდან გამოსვლის გეგმა, თუმცა სწრაფი შედეგის მომტანი არ იქნება”–გიორგი კაკაურიძე
შემდეგი სტატიათურქულმა არმიამ სირიაში სპეცოპერაცია ჩაატარა