არსენი იაცენიუკი – უკრაინა სავალუტო ფონდისგან დახმარებას რთული რეფორმების სანაცვლოდ მიიღებს

უკრაინამ საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ფინანსური დახმარების პაკეტის მიღების სანაცვლოდ, რთული რეფორმები უნდა გაატაროს – კორუფციასთან ბრძოლის, ენერგოსექტორის, დანახარჯების შემცირებისა და ბიუროკრატიის შესუსტების კუთხით.

ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, არსენი იაცენიუკმა უკრაინულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ხელმძღვანელმა, კრისტინ ლაგარდმა უკრაინასთან მიღწეული წინასწარი შეთანხმების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც კიევი ფინანსური დახმარების სახით 17,5 მილიარდ დოლარს მიიღებს. თუმცა, აღნიშნული შეთანხმება ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორთა საბჭო დაამტკიცებს.

banner
წინა სტატიაშირამზან კარიდოვი მსოფლიო დონის ელიტურ სპეციალური დანიშნულების რაზმს ჩეჩნეთში გაწვრთნის
შემდეგი სტატიარუსეთის სარაკეტო ძალებმა მასშტაბური წვრთნები დაიწყეს