არსებული ინფორმაციით, “ქართული კვების კომპანიას” შეიარაღებულ ძალებში სხვა კომპანია შეცვლის

“ქართული კვების კომპანიას”, რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალების კვებას უზრუნველყოფს, 15 თებერვლიდან ახალი ბიზნესსუბიექტი შეცვლის.
ამის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბარში “ქართული კვების” კომპანიის დირექტორმა მირანდა მანჯგალაძემ განაცხადა.
“ეს არის სრულიად ახალი ბიზნესსუბიექტი, რომელიც ფუნქციონირებას იწყებს”, – აღნიშნა მირანდა მანჯგალაძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, რა ბედი ელით “ქართული კვების კომპანიაში” დასაქმებულ პირებს, მანჯგალაძეს არ დაუკონკრეტებია, თუმცა განმარტა, რომ თანამშრომლებს კონტრაქტის მოქმედების ვადა 14 თებერვლის ჩათვლით აქვთ.
მირანდა მანჯგალაძემ კომენტარისგან თავი შეიკავა ახალ კომპანიასთან დაკავშირებითაც და აღნიშნა, რომ ყველა შეკითხვას პასუხი თებერვლის შუა რიცხვებში, პრესკონფერენციაზე გაეცემა.
“ქართული კვების” კომპანიაში 300-მდე ადამიანი დასაქმებული.

banner
წინა სტატიაშირუსეთის სარაკეტო ძალებმა მასშტაბური წვრთნები დაიწყეს
შემდეგი სტატია„რეპორტიორები საზღვრებს მიღმა“: პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი დაეცა