არსებობს ,,წითელი ხაზები”,რომელთა გადაბიჯებას საქართველოში ვერავინ გაბედავს–თამაზ ხუბუა

არსებობენ ,,წითელი ხაზები",რომელთა გადაბიჯებას საქართველოში ვერავინ გაბედავს–თამაზ ხუბუა“არა მგონია საქართველოში დღეს მოიძებნოს მეტნაკლებად ადეკვატურად მოაზროვნე პოლიტიკოსი,სახელმწიფო მოხელე, რომელიც თავისი ინიციატივით იტვირთავს პასუხისმგებლობას-ილაპარაკოს აფხაზეთის გავლით თბილისი-მოსკოვის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნაზე აფხაზეთის პრობლემის საქართველოს სასიცოცხლო ეროვნული ინტერესების გაუთვალისწინებლად”-განუცხადა “თაიმერს” აფხაზეტის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თამაზ ხუბუამ აბაშიძე-კარასინის ფორმატში მიმდინარე მოლაპარაკებების კონეტირებისას.

ხუბუა არ გამორიცხავ რომ ხელისუფლებას გასჩენოდა სურვილი საზოგადოებრივი აზრის მორიგი ზონდირებისა ამ თემაზე.ნებისმიერ შემთხვევაში ,დარწმუნებული ვარ , ფუჭი მცდელობაა,რამეთუ აფხაზეთში ყველა დევნილის დაბრუნებისა და აფხაზეთის საქართველოს იურისდიქციაში მოქცევის გარეშე აღნიშნული რკინიგზა არ იმუშავებს. საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება ძალუძს მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის აშკარა მოღალატეს. არა მგონია ეს უბედური მისია ვინმემ იკისროს.არსებობს ,,წითელი ხაზები”,რომელთა გადაბიჯებას საქართველოში ვერავინ გაბედავს. მე ასე მჯერა–განაცხადა “თაიმერთან” საუბარში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატმა თამაზ ხუბუამ

banner
წინა სტატიაშიმთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ლარის კურსთან დაკავშირებული სიტუაცია ძალიან მალე გამოსწორდეს
შემდეგი სტატიააბაშიძე-კარასინის ფორმატის ცვლილებას არ ვაპირებთ – ირაკლი ღარიბაშვილი (VIDEO)