არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს-სოსო ჯოგლიძე

არის რამდენიმე თვითმხილველი იმისა, თუ როგორ მოემართებოდა გია სოსანაშვილი რამდენჯერმე ყარაფილას სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან

სოსო ჯოგლიძეგია სოსანაშვილის ადვოკატის, სოსო ჯოგლიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს, იური ვაზაგაშვილი არ მოუკლავს. ამის შესახებ ე.წ. მოდულის შენობიდან გამოსულმა ადვოკატმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, სადაც ის სოსანაშვილს შეხვდა.
ადვოკატის ინფორმაციით, სოსანაშვილისთვის ბრალი ოფიციალურად ამ დრომდე არ წარუდგენიათ და მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. “მის მიერ აღნიშნული დანაშაული არ არის ჩადენილი. ეს არის ყველაფერი თითიდან გამოწოვილი. არსებობს მტკიცებულებები, რომელიც მის უდანაშაულობას დაამტკიცებს. როდესაც განხორციელებული იყო ზარები, რა დროს სად იმყოფებოდა ამის მოწმეები არსებობენ”, – აღნიშნა ადვოკატმა.
რაც შეეხება დნმ-ის ანალიზს, ჯოგლიძის განცხადებით, ხელყუმბარაზე აფეთქების შედეგად იმხელა სიმხურვალე წარმოიქმნებოდა, რომ დნმ-ის ანალიზის კვალის აღმოჩენა შეუძლებელი გახდებოდა.
კითხვაზე, რა ურთიერთობა ჰქონდა გია სოსანაშვილს ირაკლი ფირცხალავასთან, ადვოკატმა აღნიშნა, რომ “ერთმანეთს იცნობდნენ უბრალოდ”…

banner
წინა სტატიაშიოპერატიული მასალა-ვაზაგაშვილის მკვლელობაში ეჭვმიტანისლის პირველი ვიდეო კადრები(ვიდეო)
შემდეგი სტატიაადვოკატი გია სოსანაშვილის მხრიდან იური ვაზაგაშვილის მიმართ პირად შურისძიებას გამორიცხავს