“არნახული ერთობის დღეა,” – ირაკლი ალასანია 9 აპრილზე

რუსთაველის გამზირზე, იქ სადაც 26 წლის წინ საბჭოთა არმიის ჯარისკაცებმა მშვიდობიანი აქცია უმოწყალოდ დაარბიეს,  პოლიტიკოსები დილიდან მიდიან.

პარალამენტის შენობის წინ დაღუპულებს ცოტა ხნის წინ პატივი მიაგეს თავისუფალმა დემოკრატებმა.ირაკლი ალასანიამ პარტიის წევრებთან ერთად მემორიალთან ყვავილების გვირგვინი მიიტანა. რუსთაველის გამზირზე მისულებმა 1989 წლის აპრილის მოვლენებიც გაიხსენეს.

მოგვიანებით მემორიალთან უკვე ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ელოდებიან.

საქართველოს პრეზიდენტი დაღუპულებისთვის პატივის მიგებას 10 საათისთვის აპირებს.

banner
წინა სტატიაში9 აპრილის მემორიალთან დაღუპულ გმირებს იხსენებენ
შემდეგი სტატიავაზიანის სამხედრო ბაზაზე სამხედრო მოსამსახურეები საველე მომზადებას გადიან