„არდაზიშვილს არანაირი წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე” – გომელაური “სუს”-ის თანამშრომელზე

ახტანგ გომელაურმა სუს-ის თანამშრომლის საქმესთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა.

სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაკავებული სუს-ის რიგითი თანამშრომელი იყო და საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა არ ჰქონდა.

„არდაზიშვილი არის რიგითი თანამშრომელი, მას არანაირი წვდომა არ ქონდა საიდუმლო ინფორმაციაზე. როგორ წარმოგიდგენიათ თქვენ, რომ ადამიანი გადავიდეს, გადაიტანოს ღირებული ინფორმაცია და ის ცემონ, გაკოჭონ, აუხვიონ თვალები და გადმოაგდონ ისევ უკან. ეს არ ჯდება ლოგიკაში,“ – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კონტრდაზვერვის საგამოძიებო სამსახურმა გია არდაზიშვილი გუშინ დააკავა.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრმა გივი თარგამაძემ სუს-ის იმ თანამშრომლის ვინაობა გაასაჯაროვა, რომელმაც მისი ინფორმაციით, ანალიტიკური სამსახურიდან სხვადასხვა მნიშვნელოვანი მასალის მოპოვება შეძლო და ცხინვალის გავლით საქართველოდან გაიტანა.

banner
წინა სტატიაშისაზოგადოებრივი მაუწყებელი თუ ოჯახური დასაქმების ბიურო- “ქრონიკა +” ნეპოტიზმის შესახებ წერს
შემდეგი სტატიაბრიტანეთის ქვედა პალატამ რეფერენდუმის ჩატარება დაადასტურა