არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ ევროპასაც სჭირდება ძლიერი დ დემოკრატიული საქართველო

გიორგი მარგველაშვილი რიგგარეშე საპარლამენტო სხდომის მოწვევას ამ ეტაპზე საჭიროდ არ მიიჩნევს

პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან ევროპულ სახელმწიფომდე” – შარშან პარლამენტში სწორედ ასე განვსაზღვრე ჩემი წლიური გამოსვლის მიზანი, წელს კი ჩვენ მტკიცე ნაბიჯი უნდა გადავდვათ ევროპული სახელმწიფოს განმტკიცებისთვის. ისტორიულად, კულტურულად, ჩვენ ევროპა ვართ, არა უბრალოდ მისი ნაწილი, არამედ საუკუნეთა განმავლობაში ევროპის განვითარებისა და ქმნადობის თანამონაწილე შესაძლოა, გარკვეულწლილად, უფრო მეტი ღვაწლიც კი მიგვიძღვის, რადგან გეოგრაფიული სიშორიდან თუ გარკვეული მოწყვეტილობიდან გამომდინარე, ჩვენ ხშირად მარტოს გვიწევდა იმ ღირებულებების დაცვა, რომელიც ასე მნიშვნელოვანი იყო ევროპული ცივილიზაციისთვის და ჩვენი დღევანდელი გამოწვევაც სწორედ ეს არის – ყოველდღიურობაში მყარად დავამკვიდროთ ეს ფასეულობები, მდიდარ მემკვიდრეობაზე ავაშენოთ თანამედროვე, ევროპული საქართველო. საქართველო, რომლის ცენტრშიც დგას ადამიანი, დიდი კულტურის მემკვიდრე, თანამედროვე ქართველი და მაშასადამე ევროპელი. ეს არის ჩვენი ამოცანა და პასუხისმგებლობაც ცივილიზებული სამყაროს წინაშე. ახლა როცა მსოფლიო ახალი წესრიგის ძიების პროცესშია, არა მხოლოდ ჩვენ გვჭირდება ევროპა, არამედ დასავლეთს და ევროპასაც სჭირდება ძლიერი დემოკრატიული საქართველო. იმისთვის რომ შემდეგი ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადავდგათ საჭიროა კარგად გავაცნობიეროთ სად ვიმყოფებით, სიმართლე ვუთხრათ ერთმანეთს და ამ სიმართლის წერტილიდან სწორად დავგეგმოთ ჩვენი განვითარების მომავალი”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, წლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

banner
წინა სტატიაშიპროტესტი კუბოში
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი – შეუძლებელია ეკონომიკის განვითარება, როცა ეკონომიკის მინისტრის გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ეკონომიკური პროფილის საბჭო აფერხებს