,,არასწორი ინფორმაციაა, ვინ გითხრათ რომ ჩემი მეუღლე დააკავეს”–ლელა წურწუმიას პირველი კომენტარი

,,არასწორი ინფორმაციაა, ვინ გითხრათ რომ ჩემი მეუღლე დააკავეს

,,არასწორი ინფორმაციაა, ვინ გითხრათ რომ ჩემი მეუღლე დააკავესმომღერალი ლელა წურწუმია მეუღლის დაკავებასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. მომღერალი კახა მამულაშვილის დაკავებას არ ადასტურებს. როგორც „კვირას“ წურწუმიამ განუცხადა, გავრცელებული ინფორმაცია, რომ კახა მამულაშვილი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონო შემოტანის ფაქტზე დააკავეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

ლელა წურწუმიას ინფორმაციით, მისი მეუღლე გერმანიაში იმყოფება.

„არასწორი ინფორმაციაა, ვინ გითხრათ რომ ჩემი მეუღლე დააკავეს, იცით რამდენი კახა მამულაშვილს ვიცნობ? მე თავად ვიცნობ მეყვავილე კახა მამულაშვილს… ჩემი მეუღლე საზღვარგარეთ იმყოფება და გერმანიაშია”, – აღნიშნა ლელა წურწუმიამ „კვირასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს და მთავარი პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული ერთობლივი საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 1971 წელს დაბადებული კახი მ. დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკის დროს ხელბარგიდან და პირადი საფულიდან ამოიღეს სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალებები, კერძოდ საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებებია: 5.591 გრ კოკაინი, 1,15 გრ კანაფის ფისი და მდმ ე.წ. „ექსტაზი“ 0,2048 გრ.

კახი მ-ს ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.

,,არასწორი ინფორმაციაა, ვინ გითხრათ რომ ჩემი მეუღლე დააკავეს

გამოძიება ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სსკ-ის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით). გამოძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო აწარმოებს.

banner
წინა სტატიაში,,მამულიჩას” დაკავების ვიდეო–კადრები
შემდეგი სტატია,,ღარიბაშვილმა პოლიციას მოუწოდა, დასაჯონ ყველა, ვინც კაპიტულანტური რეჟიმის წინააღმდეგ ხმას ამოიღებს”