არასდროს დამიმალავს ის, რომ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებდი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას

არასდროს დამიმალავს ის, რომ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებდი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას

არასდროს დამიმალავს ის, რომ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებდი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებასარასდროს შემშინებია, ხმამაღლა მეთქვა ჩემი პოზიციის შესახებ, რამდენად არაპოპულარულიც არ უნდა ყოფილიყო ეს, – ამის შესახებ “რუსთავი 2”-ის გადაცემა “არჩევანში” “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, სადაც ის გამოქვეყნებულ სატელეფონო ჩანაწერებს გამოეხმაურა, რომელშიც უშიშროების ყოფილი მინისტრის, ვალერი ხაბურძანიასა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საუბარია ჩაწერილი და რომელშიც ოქრუაშვილი საუბრობს, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად ნინო ბურჯანაძის დასახელება მოუწევთ.
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის განცხადებით, მას ძალიან კარგად ახსოვს, რომ 2011 წლის 26 მაისის მოვლენების დროს “ქართულმა პარტიამ” ცუდი როლი ითამაშა. “ეს ერთ-ერთი ფაქტორიცაა, რის გამოც ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რას იფიქრებდა, ან იტყოდა ირაკლი ოქრუაშვილი”, – აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ირაკლი ოქრუაშვილს კონსულტაციები რომ შეეთავაზებინა, ის არ დათანხმდებოდა. “მე ძალიან კარგად ვიცი პოლიტიკა და პოლიტიკური კონიუნქტურაც. ისიც ვიცი, თუ როგორ კეთდება პოლიტიკა საქართველოშიც, რუსეთშიც, ევროპაშიც და სხვა ქვეყნებშიც. დიდი ილუზიაა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ იმავე რუსეთში ირაკლი ოქრუაშვილს ვინმე შეეკითხებოდა, ვინ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და ამის შეთანხმებას ოქრუაშვილთან დაიწყებს, ძალიან ცდება და არასწორ პროგნოზს გააკეთებს”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
“გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის თქმით, მას არ აქვს სურვილი, რომ არასერიოზული ჩანაწერის ანალიზი გააკეთოს. “ერთადერთი შეიძლება ითქვას, რომ თავად ობიექტური რეალობიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ პოლიტიკურ ფიგურაზე თუ ვისაუბრებთ დღევანდელ საქართველოში, ნამდვილად ვერ აუვლი გვერდს ნინო ბუჯანაძეს, იმისდა მიუხედავად, ეს მოგწონს თუ არა. ეს აქედანაც გამოჩნდა. მე არ მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ სერიოზული პოლიტიკური ძალები ირაკლი ოქრუაშვილს შეეხვეწებოდნენ, რომ ნინო ბურჯანაძე პრეზიდენობაზე დაითანხმეო. საერთოდ, ამ ტიპის ჩანაწერებზე არ მინდა სერიოზული კომენტარების გაკეთება”, – განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, მას სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით დასამალი არაფერი აქვს. “არ მეშინია არც კომენტარის გაკეთება და არც შეფასების მიცემა. არასდროს შემშინებია იმის, რომ ხმამაღლა მეთქვა, ჩემს პოზიციასთან დაკავშირებით, რაოდენად არაპოპულარულიც არ უნდა ყოფილიყო ეს პოზიცია”, – აღნიშნა ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ტყუილ დაპირებებს ის არასდროს იძლევა.
“არასდროს დამიმალავს ის, რომ პრინციპულ მნიშვნელობას ვანიჭებდი რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებას და მაშინაც კი, როდესაც ხელისუფლებაში ვიყავი და მწვევე განცხადებებს ვაკეთებდი რუსეთთან დაკავშირებით, მე ჩავდიოდი რუსეთში, მწვავე გამოსვლის ფონზე პარალელურად ვესაუბრებოდი ადამიანებს, მქონდა მათთან შეხვედრები და ამ დროს ყოველთვის ვეძებდით გამოსავლის შესაძლებლობებს, თუ როგორ გაგვეუმჯობესებინა მაშინაც კი ეს მძიმე ურთიერთობები რუსეთთან. მე არასდროს ვყოფილვარ იმის წინააღმდეგი, რომ რუსეთთან ურთიერთობა დალაგებულიყო, პირიქით, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

banner
წინა სტატიაშივაღიარებთ, რომ საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის გამკაცრებამ გარკვეული პრობლემები შექმნა
შემდეგი სტატიანინო გიორგობიანი: ავტომანქანებს სამხედრო დანიშნულება არ გააჩნია და არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს