არასაპარლამენტო ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა+ video

არასაპარლამენტო ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა

არასაპარლამენტო ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართაარასაპარლამენტო ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქცია გამართა. აქციაში “თავისუფალი საქართველო”, “რეფორმატორები” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”, ასევე, მათი მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.
აქციის მონაწილეები ითხოვდნენ, რომ ყოფილმა პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა დაპირებები შეასრულოს. როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, “რეფორმატორების” ლიდერმა ირაკლი ღლონტმა განაცხადა, მათ აქვთ სპეციალური 10-პუნქტიანი რეზოლუცია, რომელიც მთავრობამ უნდა გაიზიაროს.
“ჩვენ აქ მოვედით იმისათვის, რომ ივანიშვილს მთელმა საქართველომ დაუჭირა მხარი, ჩვენ მისგან ვითხოვთ დაპირებების შესრულებას. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ანტიკრიზისული გეგმა და გვსურს პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობას ჰქონდეს ჩვენთან დიალოგი”, – აღნიშნა ირაკლი ღლონტმა.
აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ფოტოიანი ბანერი, წარწერით: “შემოულაწუნე”. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟები. ამ დროისთვის აქცია დასრულებულია.

banner
წინა სტატიაშინატოს გემები შავ ზღვაში შევიდნენ
შემდეგი სტატიაქვიშის ღრუბლების უნიკალური გადაადგილების კადრები