“არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს და არასოდეს დავბრუნდებით 90–იან წლებში”– კახი კალაძე

kaladzeენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას არ გამორიცხავს, თუმცა ასეთ შემთხვევაში, მთავრობისგან მიზნობრივი სუბსიდირების გადაწყვეტილების მიღებას ელოდება.
ტარიფის შესაძლო მომატების საკითხზე კალაძემ გადაცემა “განსხვავებულ აქცენტებში” ისაუბრა.
როგორც ენერგეტიკის მინისტრი განმარტავს, მარეგულირებელ კომისიაში შესულია ენერგოკომპანიების განაცხადი ტარიფის გადახედვის თაობაზე. ამ მიმართულებით დაწყებულია მუშაობა, რაზეც კომისიის გადაწყვეტილება 10 სექტემბრისთვის გახდება ცნობილი. კალაძე კომპანიების განაცხადს ტარიფების გადახედვაზე ლარის გაუფასურებით ხსნის. მარეგულირებელ კომისიას 10 სექტემბრამდე აქვს ვადა შეისწავლოს არსებული სიტუაცია, პრობლემები, რაც კომპანიებს გააჩნია და რაც მათ ლარის გაუფასურებამ შეუქმნა. შესაბამისად, იქნება მიღებული გადაწყვეტილება მარეგულირებელი კომისიის მიერ – ტარიფი შემცირდება, იგივე დარჩება თუ გაიზრდება.

ლარის გაუფასურებამ ენერგეტიკულ კომპანიებს დიდი დარტყმა მიაყენა. პრობლემები შეიქმნა. განსაკუთრებით ეს ეხება თბოელექტროსადგურებს, რადგან ისინი ძირითადად ბუნებრივ აირზე მუშაობენ, რომელიც აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდის, ხოლო ანგარიშწორება ხდება დოლარში, მოსახლეობის მხრიდან კი ანაზღაურება ლარით ხორცხიელდება. ამის გამო მიმართეს მათ მარეგულირებელ კომისიას, რათა გადათვალოს ტარიფი. არ გამოვრიცხავ მოხდეს ელექტროენერგიის ტარიფის მატება, იყოს ამის გარდაუვალობა, თუმცა ეს მთავრობის მსჯელობის საგანი იქნება. შესაძლებელია ამ მიმართულებით გარკვეული მიზნობრივი სუბსიდირება განხორციელდეს”, – აცხადებს ენერგეტიკის მინისტრი. იგი ასევე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ბუნებრივ აირზე ფასის შემცირება მოხდეს.
“ჩვენ თუ გადავხედავთ ტენდენციას გაზის ფასთან დაკავშირებით, აშკარაა, რომ იწყებს კლებას, თუნდაც რუსულ გაზთან მიმართებაში. იცით, რომ აზერბაიჯანულ გაზზე სპეციალური ფასი გვაქვს. არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში ბუნებრივ აირზე ფასის შემცირება მოხდეს”, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაფრანგებმა ხელოვნური სპერმა შექმნეს