“არანაირად არ იგეგმება ხელოვნურად საშტატო ერთეულის შემცირება ან რომელიმე სამხედროს გაშვება”

სამხედრო პოლიციაში მასშტაბურ საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი და ამბობს, რომ უწყებაში მხოლოდ ნატოს დირექტივების შესაბამისი რეფორმა მიმდინარეობს.

„ნატოს რეკომენდაციით, ჩვენ პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით მიმდინარეობს სამხედრო პოლიციის რეფორმა. ჩვენ გვყავს აღმოსავლეთ და დასავლეთ სარდლობა, შესაბამისად ჩამოყალიბდება ორი სამხედრო პოლიციის ბატალიონი. რეფორმის მიზანი იქნება სამხედრო პოლიციის მაქსიმალური ინტეგრირება შეიარაღებულ ძალებში, რომ მათ თავის წესრიგის დაცვასთან ერთად ჰქონდეთ ასევე საბრძოლო ამოცანები. არანაირად არ იგეგმება ხელოვნურად საშტატო ერთეულის შემცირება ან რომელიმე სამხედროს გაშვება. თავისთავად, როცა ასეთი რეფორმა მიმდინარეობს, რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ყველა სამხედრო, ვინც აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ნორმებს, შესაბის სტანდარტებს, ყველა ჩვეულებრივად გააგრძელებს სმხედრო სამსახურს“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ მედიით გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო პოლიციაში კადრების გათავისუფლების პროცესი დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიყალბი დოლარის გასაღების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაეკა ბესელია: უმრავლესობას პრეზიდენტთან სადებატო არაფერი გვაქვს