«არავინ პუტინის გარდა»

პუტინმა ლიტველებს რუსეთში გადასახლება შესთავაზა

ბრიტანული Guardian-ის ჟურნალისტმა ლუკ ჰარდინგმა ტვიტერში უარი განაცხადა რუსეთში გამოცემული წიგნის «არავინ პუტინის გარდა» ავტორობაზე, რომლის ყდაზეც ის არის ავტორად მითითებული.
საუბარია წიგნზე სერიიდან «პროექტი პუტინი», რომელიც 2015 წელს გამომცემლობა «ალგორითმის» მიერ არის გამოცემული და რომლის სრული სათაურია «არავინ პუტინის გარდა. რატომ აღიარებს მას რუსული სისტემა». წიგნში ჰარდინგი მითითებულია ერთადერთ ავტორად.
ჰარდინგმა ტვიტერზე დაწერა, რომ წიგნს პირველად ხედავს და მასთან არანაირი კავშირი არა აქვს. გარდა ამისა, მან ეჭვი გამოთქვა, რომ წიგნის «პუტინის გაგება» ავტორი ჰენრი კისინჯერი, რომელიც იმავე სერიით არის დაბეჭდილი, შესაძლებელია «არავინ პუტინის გარდას» ავტორიც იყოს.
ჰარდინგის კომენტარში რუსმა ჟურნალისტმა ილია აზარმა განაცხადა, რომ მისი ამერიკელი კოლეგა მაიკლ ბომი, რომელიც ამავე სერიის წიგნის «პრეზიდენტ პუტინის შეცდომა» ავტორად არის მითითებული, ასევე უარს ამბობს წიგნის ავტორობაზე.
გამომცემლობას კომენტარები ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
სერია «პროექტი პუტინი», რომელსაც «ალგორითმი» უშვებს 24 წიგნისგან შედგება.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილს უკრაინაში «ახალი აბრეშუმის გზის» მშენებლობას იწყებს
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილის მესამე ვაჟი პატრიარქმა და ბერა ივანიშვილმა მონათლეს (+ ფოტოები)