არაბულმა კოალიციამ მოკავშირეები დაბომბა

არაბულმა კოალიციამ მოკავშირეები დაბომბა

არაბულმა კოალიციამ მოკავშირეები დაბომბაარაბული ქვეყნების კოალიციამ გუშინ იემენის პროვინცია ტაიზი დაბომბა. ბანაკში მოკავშირეები, პრეზიდენტ აბდ რაბბი მანსურ ხადის მხარდამჭერი ჯარი იყო განლაგებული, რომელსაც კოალიცია მხარს უჭერს.

“კოალიციამ არასწორი მიზანი დაბომბა” – განაცხადა ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელმა. შეცდომითი ავიადარტყმის შედეგად 30 ჯარისკაცი დაიღუპა, 40-მა კი დაზიანება მიიღო.
როგორც პრესა იტყობინება, არაბული კოალიციისთვის შეცდომითი მიზანი, სამწუხაროდ, პირველი არ არის. 7 ოქტომბერს მათ ხუსიტების ერთ-ერთი ლიდერის სახლს დაარტყეს რაკეტა, რომლის შედეგადაც არა ნაკლებ 15 დაიღუპა და 25 დაზიანდა.
მსგავსი ინციდენტი მოხდა 28 სექტემბერსაც, რომელსაც 130ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიმანანა კობახიძე:”პროკურატურამ, დეტალურად უნდა აუხსნას საზოგადოებას”
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი–რუსთავი 2 მოპარული ტელევიზიაა