არაბულმა კოალიციამ იემენზე მასირებული დარტყმები განახორციელა

საუდის არაბეთის წინამძღოლობით, არაბული სახელმწიფოების გაერთიანებულმა სამხედრო ძალებმა იემენში ,,ენსარულაჰის,, შიიტური მოძრაობის (,,ჰუსისტების,,) გააქტიურებისა და მათი წინსვლის შესაჩერებლად მასირებული დარტყმები განახორციელეს.
ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ 10 ქვეყნის კოალიციის 100 სამხედრო თვითმფრინავი და 150.000 ჯარისკაცი, მიმართულია იემენის პრეზიდენტის აბდურაბუ მანსურ ჰადის მხარდასაჭერად და ,,ჰუსისტების,, სამხედრო წინსვლის შესაჩერებლად.
ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ,,ჰუსისტების,, წინააღმდეგ ოპერაციას იემენში, ლოჯისტიკური სადაზვერვო მხარდაჭერა გაუწია აშშ-ს სარდლობამ.
გავრცელებული ინფორმაციით, ამ მომენტამდე განხორციელებულ ავიადარტყმებს… ჰუსისტების გარდა 25-მდე მშვიდობიანი მოქალაქეც ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი ოცნებობდა რუსეთთან ბაზრის გახსნაზე-ირაკლი ღარიბაშვილი
შემდეგი სტატიამოვუწოდებ გუბერნატორს გააკეთოს განმარტება ან უარყოს ან დაადასტუროს ფაქტები