ნარკოდანაშაულისთვის სამართალდამცველებმა ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს. ანტიკორუფციული სააგენტოს აჭარის რეგიონალური მთავარი სამმართველოს პირველი სამსახურის უფროსი ოპერატიული თანამშრომელი სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე აიყვანეს.
დაკავებულს პირადი ჩხრეკისას 5 აბი ნარკოტიკული საშუალება აღმოაჩნდა. ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიებას ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე შსს-ს გენერალური ინსპექცია აწარმოებს. დაკავებულ პოლიციელს 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.