ანტიამერიკული და პროამერიკული განწყობები მსოფლიოში

რუსეთის მოქალაქეების 81% აშშ-სადმი ნეგატიურ დამოკიდებულებას გამოხატავს. აშშ-სადმი რუსეთზე უარესი დამოკიდებულება აქვთ იორდანიასა და პალესტინაში.

რუსეთში ანტიამერიკული დამოკიდებულება უფრო და უფრო იზრდება, რომელიც უკრაინის კონფლიქტის შემდეგ დაიწყო. გამოკითხვის შედეგებით, რომელიც დამოუკიდებელმა ამერიკულმა სოციოლოგიურმა კომპანიამ Pew Research Center ჩაატარა, სამეულ ქვეყანაში, სადაც აშშ-სადმი მზარდი ნეგატიური დამოკიდებულებაა, შედიან რუსეთი, პაკისტანი და იორდანია. გამოკითხულთა მხოლოდ 15% აფასებს აშშ-ს დადებითად. ორი წლის წინ იგივე გამოკითხვით რუსეთის მოქალაქეების ნახევარი იყო მხოლოდ აშშ-სადმი უარყოფითად დამოკიდებული.

გამოკითხვა 2015 წლის 25 მარტიდან 27 მაისის ჩათვლით მიმდინარეობდა. 40 ქვეყანაში დაახლოებით 45 ათასი რესპოდენტი დამოიკითხა.
უკრაინის მოსახლეობის 67% დადებითად არის განწყობილი ამერიკისადმი. ამასთავანე დასავლეთ უკრაინაში 78%, აღმოსავლეთ უკრაინაში კი 56%.

აშშ-ს ზოგადი რეპუტაცია მსოფლიოში დადებითია. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ კომპანიას მხარი 62%-მა დაუჭირა. რუსეთში რესპოდენტების 67-მა პროცენტმა განაცხადა, რომ ისინი ამერიკის დამოკიდებულებას არ ამართლებენ სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რუსები ამერიკისადმი ყველაზე პოზიტიურად 2002 წელს იყვნენ განწყობილი – მაშინ ქვეყანას 61% უჭერდა მხარს. 2015 წელს ბოლო 13 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მხარდაჭერა აქვს ამერიკას რუსეთის მოსახლეობაში.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ დასაბუთებულად მიიჩნია ვარაუდი, რომ “კაბელების საქმეზე” დანაშაული ბრალდებულებმა ჩაიდინეს
შემდეგი სტატიაევროკავშირი ბრიტანეთის გამო შეთანხმებების დარღვევას არ აპირებს