ანტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ

ანტალიაში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნდნენ . ისინი გამთენიისას ჩარტერული რეისით ჩამოიყვანეს. 400-მდე ტურისტი სამშობლოში დაბრუნებას რამდენიმე დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა. პრობლემა მათ ავიაკომპანია “აირზენასა” და ტურისტული კომპანია “ოლტურს” შორის ფინანსური გაუგებრობის გამო შეექმნათ. გავრცელებული ინფორმაციით, ტუროპერატორმა ავიაკომპანიას ჩარტერული რეისების თანხა არ გადაუხადა. სპეცრეისი საქართველოს მოქალაქეების თურექთიდან ჩამოსაყვანად საქართველოს მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილებით დაინიშნა.

banner
წინა სტატიაშიდაკავება იარაღის და ნარკოტიკული საშუალებების უკანონო გადაზიდვის ბრალდებით
შემდეგი სტატია6 თვეში აღებული ნახევარ მილიონ ლარზე მეტი – მელიორაციის სამსახურში დარიგებულ პრემიებს ნაციონალურ მოძრაობაში აპროტესტებენ