ანნა დურიცკაია – ”საგამოძიებო ღონისძიებების” გამო რუსეთის დატოვებას ვერ ვახერხებ

რუსი ოპოზიციონერის, ბორის ნემცოვის მკვლელობის მთავარი თვითმხილველი, უკრაინელი მოდელი ანნა დურიცკაია ამბობს, რომ მკვლელობის დღეს მას საეჭო არავინ შეუნიშნავს. ამის შესახებ დურიცკაიამ ტელეკომპანია “დოჟდის” ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, მან ყველა არსებული ინფორმაციის შესახებ გამოძიებას უკვე აცნობა, თუმცა მის მიმართ გრძელდება ”საგამოძიებო ღონისძიებები”, რის გამოც ის რუსეთის დატოვებას ამ დრომდე ვერ ახერხებს.
ბორის ნემცოვი 27 თებერვლის ღამეს კრემლთან ახლოს ხიდზე მოკლეს. ინციდენტის დროს მას თან უკრაინელი მოდელი ახლდა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ გიორგაძე – “ქართული ფილმთან” დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურსზე ვნებათაღელვა ჭიქაში ქარიშხალი მგონია
შემდეგი სტატიაიუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, საარჩევნო სიის დაზუსტების მომდევნო ეტაპი იწყება