ანი ნადარეიშვილი: დადგნენ 2 წუთი, მისვარ-მოსვარეს და “წაშავდნენ”

ზუგდიდში გამართულ აქციას სოციალური ქსელით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი ეხმიანება:

,,რათქმაუნდა ჩემს სახლთანაც ჩაიარეს ზუგდიდში, იმის მაგივრად რომ ბალოიანს მისდგომოდნენ, ნუ ყველაფერი ნათელია, სამართალი და სამართლიანობა კი არ ამოძრავებთ, არამედ ივანიშვილის ფულები. დადგნენ 2 წუთი, მისვარ-მოსვარეს (ბინძურები სადაც გაივლიან ყველგან ნაგავს ტოვებენ, ნაგვისგან ნაგავს უნდა ელოდო თუმცა) და “წაშავდნენ” როგორც დიდი ასავალ-დასავალი იტყვის ხოლმე 😀
მეზობლის საყვარელი ბავშვები გამოცვივდნენ და დაალაგეს ქუჩა უმალ. აბა მეზობლები რომ გამოვიდნენ წინა ინციდენტის დროს ჩვენს დასაცავად, სისხლის სამართლის საქმეები აღუძრეს და პროკურატურაში ატარებენ დღემდე”–წერს სოც. ქსელში ნადარეიშვილი.
შეგახსენებთ ცოტახნის წინ ზუგდიდში ახალაიასების სახლთან აქცია გაიმართა.

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთის ელჩი: მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს კვლავ აქვს მედიის თავისუფლება
შემდეგი სტატია,,რთული იქნება ხელისუფლების შენარჩუნება და ეს თქვენნაირ რეგვენებსაც მშვენივრად ესმით”