ანზორ ჭითანავა:ელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება

ანზორ ჭითანავა

ანზორ ჭითანავაელექტროენერგიის ტარიფი თბილისშიც გაიზრდება–ამის შესახებ ენერგეტიკის აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, ანზორ ჭითანავამ განაცხადა.

“თელასის” საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და ამ განხილვაში მეც ვმონაწილეობ. ვიდრე ყველა კომპონენტს არ განვიხილავთ, არ შევაჯერებთ და დავაბალანსებთ, მანამ ტარიფის გაზრდა ვერ მოხერხდება. ბუნებრივია, ტარიფი თბილისშიც გაიზრდება, იმიტომ, რომ გაზი, რომელიც მეზობელი ქვეყნებიდან შემოგვაქვს, თბილისშიც ისევე ნაწილდება, როგორც რეგიონებში. რეგიონების და დედაქალაქის მომარაგება იზოლირებულად რომ ხდებოდეს, მაშინ შეიძლება არ გაზრდილიყო”, – განაცხადა ანზორ ჭითანავამ.

მისი თქმით, მთავრობის გადასაწყვეტია, თუ ვის სუფსიდირებას განახორციელებს და ტარიფი ყველასთვის ერთი უნდა იყოს.

” – მომხმარებელი არასოდეს იქნება კმაყოფილი და სწორედ ამიტომ, მთავრობის მიერ კომპენსაციის გაცემა ამ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ ესეც დროებითი გამოსავალია. ეს არ არის გზა, რომელიც მწარმოებლისა და მომხმარებლის ინტერესებს დააბალანსებს და პრობლემებს მოაგვარებს. მთავარი ეკონომიკის წინსვლა და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობის ზრდაა. ამიტომ, მთავრობამ კომპენსაციის გაცემა დროებით ღონისძიებად უნდა განიხილოს. სხვათა შორის, მე ეს საფეხურეობრივი ტარიფიც დიდ შეცდომად მიმაჩნია. არავითარი საფეხურეობრივი ტარიფი არ უნდა იყოს. ეს არასწორი გადაწყვეტილება იყო თავის დროზე და ის უნდა გამოსწორდეს: მე დამეხმარებიან, თუ თქვენ, ეს მთავრობამ უნდა გადაწყვიტოს, ტარიფი კი, ყველასთვის ერთი უნდა იყოს”, – აღნიშნა ჭითანავამ.

banner
წინა სტატიაშიზაალ უდუმაშვილი:ჩვენ ველოდებით სხვა სახის დარტყმებსაც
შემდეგი სტატიაროგორია საქართველო „ანგელოზის თვალით“….