ანდრო ბარნოვი პაატა ზაქარეიშვილს “უსაქმურ მინისტრს” უწოდებს

ანდრო ბარნოვი პაატა ზაქარეიშვილს

შსს-ში არ ადასტურებენ, რომ სასამართლოდან გაპარული პატიმარი პოლიციას თავად ჩაბარდამიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის გამგეობის თავმჯდომარე უკმაყოფილებას გამოთქვამს, როგორც სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ასევე “ქართული ოცნების” გუნდის მუშაობასთან დაკავშირებით.

ანდრო ბარნოვმა საზღვრისპირა სოფლებთან დაკავშირებით მთავრობას გააქტიურებისკენ მოუწოდა.

„ზაქარეიშვილმა განაცხადა ასეთი რამ, რომ იუსტიციის სამინისტრო ახლა უკვე მზადაა, მოსახლეობას მიწები უფასოდ დაუკანონოს. გამოდის, რომ იუსტიციის სამინისტრო აქამდე ფულს სთხოვდა მოსახლეობას?! –განაცხადა ბარნოვმა და აქვე დასძინა, რომ თუ მინისტრების განცხადებებით ვიმსჯელებთ, ერთი უწყება ამბობს, რომ ეს საჭიროა და ამ დროს იუსტიციის სამინისტროს სხვა პოლიტიკა აქვს. უწყებები ერთმანეთში ვერ ლაპარაკობენ და ამას ისინი უსირცხვილოდ თვითონვე ამბობენ. მინისტრი იქ აუცილებლად უნდა მივიდეს, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ეუხერხულებოდეს მოსახლეობასთან შეხვედრა მისივე უსაქმურობის გამო,” – აცხადებს ანდრო ბარნოვი.

banner
წინა სტატიაშიყარაბახში ომია
შემდეგი სტატიასაბერძნეთი გერმანიას თხოვნით მიმართავს ვალების გამო დაცინვას შეეშვას