ანდრო ბარნოვი: არ ვაპირებ მოვითმინო უმოქმედობა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ჩადის

ანდრო ბარნოვის პროცესი გორის სასამართლოში მიმდინარეობს. ამ წუთებში დარბაზში მოწმეებს უსმენენ. საქმე ეხება სოფელ ხურვალეთთან 16 ივლისს ბარნოვსა და პოლიციელს შორის მომხდარ ინციდენტს.

სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია და საოკუპაციო ხაზთან ქვეყნის ღირსებას იცავდა.

“არანაირად არ ვაპირებ მოვითმინო უმოქმედობა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო ჩადის და აძლევენ რუსეთს სრულიად უკონტროლოდ პარპაშის საშუალებას. ბინძური კამპანიაა ააგორეს, თქვეს, რომ ვიღაც თითქოს ომისკენ მოუწოდებს, ეს ნამდვილად ასე არ არის,” – განაცხადა ბარნოვმა.

სასამართლოში იმყოფებიან ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებიც.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანიას საქმის ყოფილმა გამომძიებელმა სასამართლოს ჩვენება მისცა
შემდეგი სტატიაინტერპოლმა დავით კეზერაშვილზე ძებნა შეწყვიტა