ანდრეი ლისენკო: უკრაინა მზადაა გაიყვანოს მძიმე შეიარაღება

უკრაინა მზადაა დონბასიდან მძიმე შეიარაღების გასაყვანად.  ამის შესახებ უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის სპიკერმა ანდრეი ლისენკომ განაცხადა.
“უკრაინა მზადაა, მინსკის შეთანხმების ფარგლებში გაიყვანოს მძიმე შეიარაღება. უკვე მომზადებულია შესაბამისი მოედნები ტექნიკის განსათავსებლად. როგორც კი მოწინააღმდეგე ანალოგიურ მოქმედებებს დაიწყებს, უკრაინული მხარეც იმავეს გააკეთებს”, – აღნიშნა ლისენკომ.
მისივე თქმით, უკრაინული მხარე, ასევე მზადაა, ტყვეების გაცვლის პროცესიც დაიწყოს.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია: უკრაინელი ხალხი და ეს ქვეყანა არ გვემეტება ცუდისთვის
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი: ისიც კი ვიფიქრე, ალასანიას სიტყვა ბოკერიამ ხომ არ დაუწერა-მეთქი