ანგელა მერკელი კრემლში გამართულ შეხვედრას აფასებს

გერმანია საბერძნეთისგან ვალების დაბრუნებას მოითხოვს

putin merkelუკრაინის კრიზისი მიუნხენის კონფერენციის მთავარი თემაა. რამდენიმე წუთის წინ მიუნხენში შეკრებილ ლიდერებს ანგელა მერკელმა სიტყვით მიმართა და კიდევ ერთელ გაიმეორა, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და სართაშორისო სამართალის პრინციპები დაარღვია.

მან საფრანგეთის პრეზიდენტთან ერთად კრემლში გამართული მოლაპარაკებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინისგან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინსკის შეთანხმების შესრულების პირობა მიიღო.

„დარწმუნებული ვარ, რომ კონფლიქტი უკრაინაში არ შეიძლება გადაწყდეს სამხედრო გზით. ამიტომაც ჩვენ უკრაინის თავდაცვითი იარაღით შეიარაღების წინააღმდეგი ვართ. იქ ისედაც ძალიან ბევრი იარაღია. ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ აღარ დაზარალდეს უკრაინელი ხალხი. ჩვენ ვირჩევთ დიპლომატიურ გზას. ზეწოლისთვის კი ვირჩევთ სანქციებს და რუსეთმა იცის, რომ ჩვენ საკმაოდ ძლიერები ვართ ჩვენს გადაწყვეტილებებში.

“პრობლემა ის არის, რომ მე არ შემიძლია, რამე ვიწინასწარმეტყველო და ვთქვა, როგორ მოიქცევა ბატონი პუტინი. მაგრამ მინდა, დაგარწმუნოთ, რომ, თუ პრეზიდენტი პუტინი გააგრძელებს სამხედრო შეჭრას, ის წააგებს ამ ბრძოლას. ვფიქრობ, ეს მას ესმის.

“ჩვენ არ გვაქს გარანტია რომ პრეზიდენტი პუტინი შეასრულებს თავის დაპირებას და მინსკის შეთანხმების შესრულებას დაუჭერს მხარს, მაგრამ ჩვენ ველოდებით, რომ ის ასე მოიქცევა. კონფლიქტის შეიარაღებული გზით გადაწყვეტა და ომი გამოიწვევს მეტ მსხვერპლს, რაც ჩვენ არ გვსურს,” – აცხადებს ანგელა მერკელი.

სიტყვით გამოსვლამდე ანგელა მერკელს შეხვედრა ჰქონდა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ ქერისთან, რომელიც მიუნხენში იმყოფება.

დარბაზში მერკელის გამოსვლას ამერიკის ვიცეპრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც, ესწრებოდა. ცოტა ხანში კონფერენციის მონაწილეებს სერგეი ლავროვი და პეტრო პოროშენკო მიმართავენ.

banner
წინა სტატიაში“აწარმოე საქართველოში” პროგრამაში ჩართულ 12 ბანკის წარმომადგენელთან შეხვედრა გაიმართა
შემდეგი სტატიაანგელა მერკელმა რუსეთი მსოფლიო წესრიგის დარღვევაში დაადანაშაულა